ყველაზე ბედნიერი და
ყველაზე უბედური ხარ,
კალთაში გიწევს წამებული
შვილის სხეული,
ცა იცრემლება შავი ღრუბლით
თავშეხვეული,
კალთაში გიწევს წამებული
შვილის სხეული...
მთელი სამყაროს ცოდვებისგან
მხსნელის დედა ხარ,
მაგრამ ქალი ხარ უბედური,
კენტი, ეული,
კალთაში გიწევს წამებული
შვილის სხეული,
ჯვარზე გაკრული და სიკვდილით
ვერდაძლეული.