Litclub.ge

*** "ბედისწერასთან"
ბედისწერასთან
მე იმდენჯერ მოვიგე ომი,
რომ პირამიდებს ავაგებდი
ამდენი შრომით,
დედაჩემი კი მსაყვედურობს
უსაქმურობო
და თხელ ლამბაქზე
სიყვარულით მისხამს მურაბას.