Litclub.ge

კაცის ნებიდან უფლის ნებამდე
ვარიაცია I
ტირანიიდან – არჩევნებამდე,
გაქროლებიდან – გაჩერებამდე,
დალხინებიდან – გაჭირვებამდე,
ამნისტიიდან – დაჭერებამდე,
უწმუნობიდან – დაჯერებამდე,
დავიწყებიდან – გახსენებამდე,
დასვენებიდან – გასვენებამდე,
და ასე, ასე დღე და მოსწრება –
კაცის ნებიდან – უფლის ნებამდე!
ვარიაცია II
ინტერნატიდან – ინტერნეტამდე,
ტუჩის კოცნიდან – ტუჩის კვნეტამდე,
დედა-დედადან – ნეტა-ნეტამდე,
ბრძოლის ველიდან – თეთრ ბილეთამდე,
მზიურ პლაჟიდან – პირქუშ ლეთამდე,
სისხლის სულ ბოლო, ბოლო წვეთამდე!