Litclub.ge

შეშლილთა სახლში
სულო ბოროტო, სიახლოვეს ვეღარ მომიტან,
შენმა სიგესლემ-ულმობელმა
ვერ იხოლეროს!
ყოველი ღამე ჩემთვის არის მთვარის სონატა
და დღე ყოველი მთელი გრძნობით უკრავს
ბოლეროს.
ჰოი, ავსულო, ჩემი გზიდან გადაიწიე!
ზეცა გაიხსნა, წინათგრძნობა გამიმახვილდა,
მე ჩემს ცხოვრებას და სიცოცხლეს
არამიწიერს,
გიჟის ხელებით გავიტაცებ
ტანჯვის სახლიდან.