Litclub.ge

*** "მარტია"
მარტია,
საჭიკარტია
ნისლმა ჩაიკრა, ჩაბელა,
აღარ გვაღირსა წარმტაცმა
მზემ მწველი თვალის გახელა.
მოწყენილია სოფელი,
არ ახალისებს არც ღვინო,
მე, ამ წალკოტის მფლობელი,
შვილს ვმოძღვრავ, არ შემარცხვინოს.
ამინდს ვერაფერს გაუგებ,
სტუმარიც სანატრელია,
სანამ ტურები წაიღებს,
ქათმები დასაკვლელია.
გულში ჩაღვრილი ნაღველი
სასმელმა ამომიქარგა,
მაქვს და მექნება სახელი,
სახელი არ დამიკარგავს.