მინდა შენს ქვებს ვეფერო,
ვაზის ჯვარის სადარო,
სულის მაცხოვნებელო,
ტბეთის დიდო ტაძარო.
ღვთაებრივი ფარდაგით
მრევლს ყოველთვის ჰფარავდი,
ჰქონდათ შენი იმედი
ერგეს, კირნათს, მარადიდს...
უფლის კვართით დაწინდულ
საქართველოს შვენოდი,გარბევდნენ, ვერ გშველოდი.
მითხარ, ვის მოვეფერო,
მითხარ, ვის გავუჯავრდე,
აღსდგე, ვთქვათ, გურიიდან,
ზარზმა – არტანუჯამდე.
საბა ეპისკოპოსის
ვხედავ დიდ ეპარქიას
სიზმარში და მივტირი,
რაც დღემდე დამკარგვია.
ახლა ასე, შორიდან,
შენს ხატს უნდა ვეფერო,
სულის მაცხოვნებელო,
სალოცავო ბებერო.
სალოცავო მზეგრძელო,
ვაზის ჯვარის სადარო,
სათნოების მთესველო,
ტბეთის დიდო ტაძარო.
წუხდი, ჟამით დაბინდულს