Litclub.ge
გადაფრენა
ემზადებიან მერცხლები,
იფრენენ ერთად, გუნდებად.
ზოგი წავა და,
წავა და ...
ზოგიც კვლავ დაგვიბრუნდება!..
ეს მხოლოდ ჩვენ ვართ ცოდვანი,
მივალთ და აღარ ვბრუნდებით...
დარჩენილია ამ სოფლად,
დარჩენილია წუთები!..