Litclub.ge

დედა
დედა არა მყავს,
დედის დღე
შემორჩენია
კალენდარს...
და რა ცოდვაა
ვერ მიხვდე
დედის ლოცვას და
წვალებას!..
წუხელ დედასთან
ვიყავი...
ღამე ჩვენ ერთად ვათიეთ!..
მან მითხრა _
დამილოცნიხარ,
შვილო, ყველაფერს
გპატიებ!..