ჩემი ოთახის მყუდრო კედლებში
მატარებლების ატანს ხმაური,
ღამეა თბილი და ვერ ვეტევი,
მე _ მოწყენილი და უცნაური...
მატარებელი მიათრევს სხეულს,
თან ტოვებს სითბოს, მწუხრსა და
ნაღველს...
მომჩერებია ფიქრებთან ერთად
ჩემი ოთახის პატარა ღამე...
და მახსენდება გაწვდილი გული,
სიყვარულით რომ ნაცნობებს ვატან...
ჩემი ოთახის პატარა ღამე
განშორებების
სილუეტს ხატავს!..