შენზე მიოცნებია, სათქმელს ვეღარ ვბედავდი...
ასე ჩუმად კვდებიან ეს გრძნობები თავნება!..
ჩემი სახლის ფანჯრიდან შენს აივანს ვხედავ და...
ამის შემდეგ სამყარო, ჩემო კარგო, თავდება!..
შენზე მიოცნებია ჩუმად, ჩემთვის, უთქმელად...
ეს ხომ ჩემი გზებია ოღროჩოღროდ სავალი...
უკვე ვეღარ დავმალავ, მინდა ვუთხრა სუყველას,
მხოლოდ შენ ხარ დღეს ჩემთვის,
მხოლოდ შენ ხარ მთავარი!..