Litclub.ge

*** "ქვიან ბილიკზე ეგდო მერცხალი"
ქვიან ბილიკზე ეგდო მერცხალი,
გულმოხატული პატარა ჩიტი,
ზეცას ნაღვლიან სიმად შემწყდარი
ეგდო მერცხალი ჩუმი და მშვიდი.
მზე კი ფანტავდა სხივს უდარდელად,
მერცხალთა გუნდიც ზეცაში ქროდა
და იფრქვეოდა ირგვლივ ნათელი
აფეთქებული ალუბლის რტოდან.
მდუმარედ მავალს თვალებში მედგა
ეს უჩუმარი ჩაქრობა მერცხლის,
ერთხელ შეწყდება თვით შენი ფეთქვაც,
ქვეყანაზე რომ არაფერს შეცვლის.