Litclub.ge

ცის ნაჭერი
როცა დილა სარბევია ღრუბელთა
და ვერ ვხედავთ მაცოცხლებელ საფირონთ, _
დავარწყულოთ მაინც შუქით უბე და
ცის ნაჭერი ჭიდან ამოვაფრინოთ.
როცა სცივა სულსაც ღრუბლის ველივით,
მოედება როცა წვიმა ალიონთ, _
ცის ნაჭერი ჭიდან ამოფრენილი,
არ მოვითქვათ სული, ისე დავლიოთ.