Litclub.ge

წმინდა სამება
წმიდა სამება
ჩვენი ნუგეში.
ილიას ლოცვით
მირონცხებული,
დგას მაღალ მთაზე
სიმყუდროვეში
გაცოცხლებული,
მზე წამოსხმული,
ცად ატყორცნილი
უფლის საუფლო,
წმიდა ტაძარი,
მადლის მფრქვეველი
და დალოცვილი
უზენაესი
სხვაგან სად არის.