Litclub.ge

ნეტარ არიან მორწმუნენი... ნეტარ არიან...
ნეტარ არიან მორწმუნენი, ნეტარ არიან,
რადგან სიკვდილიც ვერ აშინებთ, რაც მთავარია,
ნეტარ არიან მორწმუნენი, ნეტარ არიან, _
შვილნი ნათლისა, ცის მამულში,
ღმერთთან არიან...
ნეტარ არიან მორწმუნენი, ნეტარ არიან,
რადგან სიკეთეს ასხივებენ, მზეებრ არიან, _
რადგან სიხარბემ მათი გული ვერ გადარია,
ნეტარ არიან მორწმუნენი, ნეტარ არიან.
ჰყვავის მათ სულში სიყვარული, მშვიდი დარია,
ნეტარ არიან მორწმუნენი, ნეტარ არიან,
უღვთოდ რამდენი სიბრმავე და სიმწუხარეა?...
ნეტარ არიან მორწმუნენი, ნეტარ არიან.
ვინ გვცეს ნუგეში, როცა სულში ავი ბზარია?...
ნეტარ არიან მორწმუნენი, ნეტარ არიან.
მამულო, შენი გადამრჩენი მხოლოდ ჯვარია...
ნეტარ არიან მორწმუნენი, ნეტარ არიან.
მამულო, შენთვის თავდადება ზეცის კარია, _
ნეტარ არიან მორწმუნენი, ნეტარ არიან.
რწმენავ, მომავლის იმედები შენ გაბარია,
ნეტარ არიან მორწმუნენი, ნეტარ არიან.
შენი სამკვიდრო ღმერთს შეჰვედრე _
დედავ მარიამ...
ნეტარ არიან მორწმუნენი, ნეტარ არიან...