Litclub.ge

თავშესაფარი
მე მხოლოდ ტანჯვის თავშესაფარი ვარ...
ჩემთან მოდიან მაშინ, როცა სურთ
ტანჯვა მოიშორონ თავიდან და
განთავისუფლდნენ...
მხოლოდ მაშინ მოდიან, როცა სურთ,
სევდა განიქარვონ და
სიხარული დაიბრუნონ...
სევდას სტოვებენ და ჩემგან მიდიან.
ჩემთან მოდიან მაშინ, როცა მარტო
რჩებიან და არავინ ჰყავთ გვერდით...
ტანჯვის თავშესაფარში მოდიან
მაშინ, როცა სიცოცხლე არად უღირთ...
მოკლე დღე აქვთ...
მე სავსე ვარ ტანჯვის სათავსებით.
სათავსებს უგასამრჯელოდ,
ტანჯვისთვის ვაქირავებ მხოლოდ,
ყველა ტანჯვა ჩემთან ეტევა...
ტანჯვას ჩამოჰკიდებენ ყველა
სართულზე, ყველა კუთხეში,
ჩემთან მხოლოდ ტანჯვის ოთახებია...
სიხარულის ოთახები მე არა მაქვს...
მოდით ტანჯულნო და ისევ ტანჯვა
შემოასახლეთ ჩემთან, შემოასახლეთ ტანჯვა,
ოღონდ მოდით _ მარტო არ დამტოვოთ!.