Litclub.ge

სიზმარი
თავქვეშ მზე მედო,
საგებად _
მინდვრების ბალახ-ბულახი,
ვარსკვლავი ხელებს მიქნევდა _
არ წაშალოო სურათი _
ცისარტყელაზე ავრბოდი _
ოკეანიდან ზეცამდე,
მიწაზე ვეღარ ჩამოველ,
რამდენიც აღარ ვეცადე.