მოგვნი მოვიდნენ. ახალშობილს ტკბილად ეძინა.
ელვას მოჰგავდა ცად მთიების გაჩხაჩახება.
ქარი კი ნამქერს თავს უყრიდა, მეტ სუსხს იძენდა.
იდგა ქვიშების შარიშური, ცეცხლის - ნათება.
იკლაკნებოდა ცეცხლის ენა. თაღს გავდა კვამლი.
ჩრდილები ირგვლივ მოკლდებოდნენ, ხან გრძელდებოდნენ.
ვინ იფიქრებდა აბა მაშინ – ათვლა ახალი
ცხოვრებისა, რომ ამ ღამიდან დაიწყებოდა.
მოგვნი მოვიდნენ. ახალშობილს ეძინა შვებით.
მრუდე თაღები დაჰყურებდა ზემოდან ბაგას.
ცვიოდა თოვლი. იკვრებოდა ორთქლის ბოლქვები.
იწვა ჩვილი და იქვე გვერდით ძღვენი ელაგა.