და ისევ ბრძოლა.
სიზმარში თუ ნახავ სიმშვიდეს.
არ გამეფანტოს
მე იმ სიზმრის ჭრელი ფერები.
ჭაღარა ღამე.
ახლა დაღლილ, მთვლემარე ჩიტებს
ლურჯი სიჩუმე ანანავებს და ეფერება.
კვლავ შეტევები.
თავს დამტყდარი დილიდან მეხად.
ტყვიები, მღერა
რომ დათმეს და იწყეს წივილი,
გვიკიჟინებდნენ -
უკვდავებაც არსებობს ქვეყნად.
...გადარჩენაზე ფიქრი გვდევდა ჩვენ აჩრდილივით.
პატიებას გთხოვთ.
დავიხარჯეთ ბოლო წვეთამდე,
და ეს სამყაროც
ბრუსტვერს გავდა, როგორც ვიხსენებ.
გული გვერჩოდა,
ვფრუტუნებდით, ვშფოთავდით რამდენს
როგორც სჩვევიათ
ტყვიის თქეშში მოხვედრილ ცხენებს.
...უთხარით... იქ... რომ
გვინდა ძილი, სიწყნარე, შვება.
გვაცალეთ,
ახლა მაინც ვნახოთ სიზმრები ჭრელი.
...რა შეიცვალა,
თუ დავუთმეთ სხვებს გამარჯვება?
რა შეიცვალა,
დაბრუნება თუ ვერ შევძელით?