Litclub.ge

პოეტის სიკვდილი
ესენინივით ვარ ხულიგანი,
მაიაკოვსკივით ჩხუბის მოთავე,
წუთისოფელმა სიგრძე-სიგანით
ერთად უყელა თითქმის ორთავეს.
ისევ შიში და ისევ წუხილი,
ისევ ნევა და მტკვარის ლივლივი,
მაიაკოვსკივით დამკლეს წუხელი
და ძელზე გამსვეს ესენინივით.
მოდით, ბიჭებო, ნათლით მოსილი,
მეც თქვენთან ერთად ესე ვივლიდი,
ღმერთო, მომკალი მაიაკოვსკივით
და გამაცოცხლე ესენინივით.
ანდა მომკალი ესენინივით
და გამაცოცხლე მაიაკოვსკივით,
მიედინება მტკვარი ლივლივით,
მარადიული მადლით მოსილი.