Litclub.ge

რა ცოტა დარჩა
ო, ამ ყაყანა საუკუნეში,
ყველაზე ადაპტირებული არამზადების
საუკუნეში,
ბიოსინთეზზე,
ემანსიპაციაზე
და სუბლიმაციაზე
ამდენს რომ ლაპარაკობენ,
რა ცოტა დარჩა ადამიანი, ლეგი.