1609 წელს თრიალეთზე გადმოსული
თურქთა დიდი ლაშქარი თევდორე ბერს
გადაეყარა და მეგზურობა მოსთხოვა თევდო–
რემ მტერს გზაკვალი აუბნია და მიზანს დაა–
შორა. მოტყუებულმა თურქებმა ბერი აკუწეს.
ქართველმა ჯარმა დრო მოიგო და მტერი ქვიშ–
ხეთთან დაამარცხა.
თრიალეთის ტყეშ, როცა დღეა მშვიდი,
––თევდორეე!...
––თევდორეე!...
ტირის ერთი ჩიტი.
განა მართლა ჩიტუნაა, სული არის სამოთხისა,
––სულო, სულო, სულეთიდან რა განგებამ გამოგხიზნა.
ბალღობაში ნუკრი იყო, თრიალეთზე ბალახობდა,
თეთრი ირმის ძუძუს წოვდა და ალგეთსი კალმახობდა.
ყელს ეკიდა ქრისტეს ჯვარი–გამგებელი საუფლოთა,
წმიდა იყო, სათნო იყო, ცაში ღმერთთან საუბრობდა.
თოხნიდა თუ ვენახს სხლავდა,–ეხსნებოდა ბაგე ლოცვით,
ჩტები რომ ეხვეოდნენ, თურმე იყვნენ ანგელოსნი.
მათ უწყიან მომავალი, თვითეულის სულის ხატი,
ვინ მოკვდება მამულისთვის ანდა კიდევ უფლისათვის.
ამიტომაც მსახურებდნენ, წმინდა ბერი სულს ერჩიათ
და ჭკვიანი ხარებივით ებმებოდნენ უღელშიაც.
...ათას ექვსას მეცხრე წელ, როგორც უპატრონო რაში,
ტორებს ცემდა...ჭიხვინებდა,მთიდან გადარბოდა მთაში.
წმინდა ბერი ლოცვად იდგა...ციდან ჩამოესმა რეკა...
თრიალეთთან მტერი მოდგა...დიდმა მთებმა იწყეს დრეკა...
..........................................................................................
ქარტულ ვენახს,
ქართულ ჯვარს,–
ქვეყნის ოთხივ მხარეს,
როგორც იატაგანი, სხეპს თურქული მთვარე.
აჰა, მახვილ–შუბებით აზღარბულა სერი,
ჩალმოსანთა მწკრივები ჰგავს სიკვდილის წერილს.
იწერება სულთანი...იწერება ქადილს
და სიკვდილის ეტრატივით იგრაგნება ქართლი.
ხმლით აკუწულ ცისარტყელებს და ხოხობა ცისკრებს
ფარჩეულად გაიტანენ ისპაჰანს თუ მისერეთს...
.....................................................................................
შენ ხარ ვენახი აჩეხილი,
მესიის სურვილი ამხდარი,
ღვთის სახლი, სათნო სახლი დამეხილი,
წაქცეული, დაქცეული საყდარი.
მამაო, გალობა ხარ შეწყვეტილი,
მამაო, სანთელი ხარ დამწვარი,
მამაო, ცეცხლი იყავ სვე–კეთილი,
ახლა ხარ ნაცარი...
ლოცვა ხარ ბაგეზე შეყინული,
ნახევრად სიზმარი...არაკი...
ლომი ხარ ქართველობას შეწირული
და კრავი–ქრისტეტს ზვარაკი.
ეს სისხლია, ღვთის კაცო, ღვართქაფად რომ დაგდინდა,
თუ რიჟრაჟმა იფეთქა ანაფორის ღამიდან.
––ოსანა!
––ოსანა!
მოდგნენ ანგელოსები,
ანაფორის ნაკუწები მიაქვთ ავგაროზებად.
გალობაში შეგახვიეს და შეგმოსეს ლეგენდებით,
თუ გაჭირდა მტერს და ორგულს ლეგენდითაც ვეკვეთებით,
შენი ჯვარი, ოქროს ჯვარი, როგორც ხახიზნული ჩიტი,
როგორც სული, შენი სული–ფერად გასისხლული შინდი,
გამოება ენად ზარებს,საყდრის დამუნჯებულ ზარებს.
და მზე უძღვის ჩალისფერი ქართლის გამარჯვებულ ჯარებს.
––თევდორეე!...
––თევდორეე!...
ეს რა ძალამ გასულდიდა,
მომავალი კიდევ ბევრჯერ გამოგიხმობს წარსულიდან.
––თევდორეე!...
––თევდორეე!...
შენისთანა მეკვლე გვინდა,
შენი ერთი კიდევ ბევრჯერ გამოგიხმობს ლეგენდიდან.
.........................................
.........................................
მთაშ ფანდურს აჟღავლებენ, წვიმს გმირული კაფია,
ცაში ელვით იწერება შენი ეფიტაფია.