Litclub.ge

*ბიოგრაფია (გ.ლ)
ცნობილი პოეტი, ექიმი და საზოგადო მოღვაწე ლევან გელაძე დაიბადა 1932 წლის 5 დეკემბერს, ხულოს რაიონის სოფელ ღურტაში.
1948
წელს დაამთავრა სოფლის რვა წლიანი სკოლა და სწავლა განაგრძო ხულოს პედაგოგიურ სასწავლებელში, რომელიც წარმატებით დაამთავრა 1951 წელს.
1951–1957
წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პედიატრიულ ფაკულტეტზე, ახალგაზრდა სპეციალისტი დაუბრუნდა მშობლიუ მხარეს და მუშაობა დაიწყო ბათუმის ბავშვთა საავადმყოფოში...
ლევან გელაძემ პედაგოგიურ სასწავლებელში დაიწყო ლექსების წერა. მისი პირველი ლექსი გამოქვეყნდა 1954 წელს. შემდეგ სისტემატიურად იბეჭდებოდა რესპუბლიკურ ჟურნალგაზეთებში. ახალგაზრდა შემოქმედის პირველი კრებულიმაღალი მთიდანგამოიცა 1957 წელს.
პოეტის კალამს ეკუთვნის ლექსების კრებულები: „მწვანე აკვანი“ „ნაღვერდალი“ „მზე მამულში“ „ტალღები და თოლიები“... რომანიდღე დღევანდელი“ („დიდი ზამთარი“) ძალიან ბევრი ნარკვევი, ჩანახატი, მოგონება და პუბლიცისტური წერილი მისი დროის სახელოვან ადამიანებზე.
1959
წელს მიიღეს საკავშირო მწერალთა და ჯურნალისტთა კავშირების წევრად.
1959
წლის 10 თებერვალს, ნორჩი პაციენტი სიცოცხლის გადასარჩენად მიმავალი, ციხისძირში ავტოავარიის შედეგად დაიღუპა.