Litclub.ge

არწივები საუბრობენ
დანისლული ხევ-ღრანტები
მე გრიგალით მოვიარე.
მზის შოლტებით ამოვქსოვე
ჭირმოვლილი ჩემი მხარე.
საინგილოს დიდ ბერმუხებს,
ჯერ იმედი არ დასცლიათ,
არწივებთან საუბრობენ
ყვანჩალების დღეებს თვლიან.
ძეგლად ადგას მზის ღიმილი
ამოსუნთქვა ლურჯი ცისა,
დედა მუხა ბუხრად ღვივის –
მადლი ჩვენი წინაპრისა.