Litclub.ge

*** "მალე დღეები ზამთარს შემრთავენ"
მალე დღეები ზამთარს შემრთავენ –
უმკაცრეს ცოლს და თეთრს და ნებიერს,
ბუხრიდან ცეცხლის მროკავ კენტავრთა
კედლებს ჩრდილები მიმოეფინენ.
თითქოს ჯავშანი შემომალეწეს,
ქართლში ნოემბრის სუსხმაც, ავდარმაც...
მე შევეჩვევი ზამთრის სარეცელს –
თოვლით ალერსი იცის ზამთარმა.