Litclub.ge

*** "მწუხრში სანთლები იწვის თეთრები"
მწუხრში სანთლები იწვის თეთრები –
განათებული მთვარით ალვები...
შენ ალბათ დარჩი მწყემსი კეთილი,
მწყემსი – აპრილის ღრუბლის არვეთი.
აქ ვწევარ ახლა მთვარის ფეხებთან –
ვერცხლისთმებიან ლამაზ ასულთან,
სიკვდილმა შენი გზა დაასრულა
და შენი სულით ზეცა შეღება.
გასრულდა უკვე წელი მეექვსე...
ცხოვრება მოჩანს, როგორც ჭაობი
და დაკიდებულ ცის კიბეებზე
შენი ირიბი ჩრდილი ჩამორბის.