Litclub.ge

ხერთვისო
ოჰ, როგორ მინდა, ხერთვისო,
გესიყვარულო, გეთვისო,
შენს ბილიკს ნატერფალები
ამშვენებს თამარ მეფისო.
შენი სუნთქვა და ძახილი
მთელ საქართველოს ერთვისო!
შენ კაცი ვერ აგაგებდა,
ნახელავი ხარ ღმერთისო!