Litclub.ge

ქალშავავ
ჩვეულად აღარ იცინი,
არ გაანათებ წყალ-ჭალას,
თოლ რამ ჩაგიქრო, ციმციმა,
ქალშავავ, ბინდის თავშალავ?
– ჩამოიარა სიკვდილმა,
ფერდები ჩამაათავა.
ბევრი წამგვარა ტოლ-სწორი,
თუ თვალშუქურა წაწალი,
ის ვაჟიც, მე რომ მოვწონდი,
ვზი უბე-კალთა დამწვარი.
რით შერჩა, ან რაც ვიტირე,
ამ თოლთ სიცოცხლის ნიშანი?
არ ვიცი, ხვალ რას მიპირებს
წუთისოფელი პირშავი.