Litclub.ge

ქორწილი
აკაციასთან ლხინი, ქორწილი,
სიყვარულის და ღვინის წყურვილი...
აკაცია კი, ტანდაკორძილი,
თრთის, თრთის რატომღაც, შემცივნულივით.
თანდათან ეშხში შედის ქორწილი,
ღვინის გიზგიზი, ვნების თაკარა,
აკაციას კი... ნეტავ ხორკლივით
ვისმა სურვილმა გამოაყარა?