ისე მაწამა იმ სიყვარულმა,
ვეღარც ვივარგებ სხვა ტრფიალისთვის,
რისი ტრფიალი... ცხადლივ-მალულად
გამომეცალა ყოფნის ხალისი.
თუ სიყვარული ასე გპასუხობს,
სიძულვილს რაღა გაემტყუნება,
სიყვარულია ტანჯვის ასული
და ძლიერია ტანჯვით ცთუნება...
ო, იყო იგი დიადი ტანჯვა,
ო, იყო იგი ნათელი ტანჯვა...
ახლა – გულს ვუსმენ გლეხივით ნაჯაფს
და ჩემთვის, ფრთხილად ვისინჯავ მაჯას.