Litclub.ge

დაატყვევებენ ქოთანში ყვავილს...
დაატყვევებენ ქოთანში ყვავილს
და იოკებენ მინდვრების წყურვილს...
დაიკვირტება ოცნებად ხვალის...
გაიყუჩებენ ტკივილს და სურვილს...
მოარიდებენ გვალვას და წვიმას
ოღონდ იხაროს, იხაროს ოღონდ...
და მიუჩენენ სარკმელთან ბინას,
რომ უმზეობამ არ დააღონოს...
არ იკეთებენ მისგან ყვავილწნულს
და არც ლარნაკში მოელის ჭკნობა...
ის სულ შენატრის ბალახს დასიცხულს,
სიცოცხლედ უღირს ცვარ-ნამით თრობა...
დაატყვევებენ ქოთანში ყვავილს...