Litclub.ge

მოგონება
სულო, გითხარი რომ არაო
იშალნენ წამწამთა ქოხები,
შენ ცისარტყელავ და მარაო,
ცად რომ დამიფინე ნოხები.
რად არ მოაპკურე ცვარები
გლოვიან უდაბნოს გველისას,
სულში კვლავ რად მიიპარები,
არ სცნობ უარებას სთველისას,
მაცდურო სიცოცხლევ, გამეცა,
გველო, ანგელოსურ თვალებით,
დღითაც შენ გიგონებ, ღამეცა,
მძულხარ და თან მევალალები!