Litclub.ge

გაოგნება
ნეტავი ასე როდამდე ვივლი,
რად მომისროლა იღბალმა გვერდზე,
ქალიშვილებმა მაცდურ ღიმილით
ქინძისთავები შეიხსნეს მკერდზე.
და სიჭაბუკემ უცებ იბარტყა,
სიბერეს შევხსენ აპეურები,
განგებამ მხარი მხარზე მიმარტყა,
რაღა დროსია საყვედურები.
ვიღას ჭირდება სინდისის ქენჯნა,
უადგილოა გრძნობა დაღვრილი
ლექსი ოცნების ტაიჭზე შეჯდა
და შემატოვა ხელში აღვირი.