Litclub.ge

*** "სიმართლისათვის ჯვარზეც კი მაცვეს"
სიმართლისათვის ჯვარზეც კი მაცვეს
ხელთ შემჩა მხოლოდ დაცლილი ჯამი,
ზამთარში ჭადრებს თბილ ჩოხას ვაცმევ
რომ ვერ შეიგრძნონ სიბერის ჟამი.
არ ამიგდია არვინ აბუჩად
თუ სიყვარული გულით უგვრძნია,
კბილს არ ვუსინჯავ იმ ცხენს ნაჩუქარს
სიზმარში ფრენა თუ შეუძლია.