Litclub.ge

ვინ დაუბრუნა
(ანა კალანდაძეს)

ვინ დაუბრუნა ქარებს სინაზე?
ტყეებს — სიმწვანე და სილაზათე?
თითქოს ოლიმპოს მთაზე ღმერთებმა
მუზის ქალღმერთის ძეგლი აღმართეს.

თუ პირველითგან სიტყვა გრძნეული
სამყაროს უხვად დაეფრქვეოდა,
ვერ იქნებოდა ჭეშმარიტ საქმედ,
თუ პოეზია არ ერქმეოდა.

მარადიული ნათლით მოსული
იმ სიტყვის მადლით გეკურთხა კალთა.
შენ ხარ პოეტი და მარტოსული,
ცამდე მართალი საკუთარ თავთან!

კვლავ შეიძელი წვა და ნათება,
გაცემა გულის სალაროითგან,
რომ პოეზიის თაკარა მზის ქვეშ
შენი ლექსებით სული მოითქვან!..