Litclub.ge

გედი
ხილვა ბევრჯერ დაიფარა მოლოდინის მკრთალი ბინდით.
თქვენთან დავრჩი, ნაპირებო (სულ ალუბლის სუნი გიდით).
არ განათდა მაინც თქვენი სიყვარულით ჩემი ბედი,
ვერაფერი ვერ ვიპოვნე აუხსნელი თრთოლვის მეტი.
რა კითხვაა: რატომ ვდუმვარ და ფარულად რატომ ვიწვი,
რატომ ვმღერი ერთადერთხელ, ისიც მხოლოდ სიკვდილის წინ.
ირგვლივ ბინდი... ბინდისფერში შემძრა გულმა გატეხილმა.
რა უნდა ვქნა, სიკვდილამდე თუ არ მოვა ნათელხილვა.
აი, გტოვებ უკვე, ტბაო. დაიხსომო იქნებ ეგ დრო.
მე კი მიმაქვს ხსოვნად: თრთოდი. ისიც: თეთრი ფერი გედო.