Litclub.ge

*** "წყლის პირას სამი ტირიფია"
წყლის პირას სამი ტირიფია,
ერთს მოელიან.
საღამოს შუქი ირიბია,
გზა-სოველია.
მალე გადავა შუქი ტატნობს,
მოვა? არ მოვა?
შორს, სხვა ტირიფი მარტოდმარტო
დგას. საღამოა.
ზამთრისპირი
კართან –
შიშველი ცაცხვია...
ღობესთან –
შეშა აწყვია...
ღობეც შეშაა, მახარე,
თუკი ზამთარი მკაცრია.