Litclub.ge

ჰიტლერი
კონტურები მისი უამრავი ფოტო მინახავს, მაგრამ ყოველ მათგანზე იგი სხვადასხვანაირია. შეიძლება იფიქრო, მისი შინაგანი მზერა ობიექტივს გაურბისო. ეს ,,შორეული სახის“ უტყუარი ნიშანია. ჩემს ყურადღებას იპყრობს ფოტო, სადაც იგი ჰინდენბურგთან არის გადაღებული: დიდი სარდალი, ოთხმოცს გადაცილებული ჭარმაგი კაცი, ჯერ კიდევ კლდესავით დგას, ოღონდ მოკლებულია ყოველგვარ იდუმალებას. იგი იქ იმყოფება, ესაა და ეს. მაშინ როცა ჰიტლერი, მოკრძალებით გულზე ხელებგადაჭდობილი დაგარინდული, ოდნავ შესაგრძნობი აურის საფარველში გახვეული, უსასრულოდ იზრდება და სიშორისაკენ მიისწრაფვის. ვინ იცის, იქნებ მისი სახე გამუდმებით ასხივებს ისეთ შინაგან ძალას, რომ დაუნდობელი, მოურიდებელი კამერა უძლურია შეაჩეროს და ფირზე აღბეჭდოს იგი.
დაფარული არ გაცხადდების, მაგრამ მაინც ღირს შეეცადო გამოიცნო იგი. ძალზე დამახასიათებელია ის ფოტო, სადაც იგი ბატონ რიბენტროპს, ლონდონის მაშინდელელჩს, ფლოტის თაობაზე მიღებული კონვენციისთვის მადლობას უხდის: სერიოზულიდა შეწუხებული სახე აქვს, ბატონი რიბენტროპი კი სიხარულისგან გასხივოსნებულია და ის სხივი ფიურერის შინაგანი შუქისგან მოედინება. დიახ, მისი სახე აშკარად განსახოვნდება იმ ადამიანში, ვისაც იგი იმ წუთში ესაუბრება. იგი ხშირად ჩნდებამოზარდების წრეში და მათი აღფრთოვანებული სახეებიც მისი შუქითაა გაცისკროვნებული. 
მას ჟამიდან ჟამზე კვირის ახალ ამბებში ვუყურებ ხოლმე. აქ მისი სახე უფრო უშუალო და მეტყველი ჩანს. მარშალ გერინგის ქორწილზე გადაღებული ფილმი კი მას ლამის სიმბოლურად წარმოგვიდგენს. იგი ყველასთან ახლოს დგას, განსაკუთრებით კი ახალდაქორწინებულ წყვილთან და მაინც ჩანს, რომ თანამებრძოლები და მეგობრები, ანუ მისი ახლობლები, ამ სიშორეს ყველაზე უფრო მწვავედ სწორედ მის სიახლოვეს გრძნობენ.
ერთხელ იგი – თუკი უფლება მაქვს ჩემი სუბიექტური განცდა სიტყვიერად გამოვხატო – შემოქმედებით, სულიერ სიბრტყეზე აღვიქვი, იქ, სადაც ირეალური ლამის რეალურს ესაზღვრება. ამიტომაც ვბეგავ ვთქვა: ვერც ერთი მხატვარი ვერ შეძლებდა მისი შინასახე სრულად გამოეხმო და პორტრეტში გაეცოცხლებინა. იქნებ ვინმე ხეზე მკვეთელს ხვდომოდა წილად ეს ბედნიერება, მაგრამ მაშინ პორტრეტს მისი მუქლურჯი და თან შუქიანი თვალები დააკლდებოდა, მის შინაგან სამყაროს თავის თავში ფარულად რომ დაატარებენ. ამ თვალების მკაცრი მზერის წინაშე გაცამტვერდება ყოველივე ყალბი და ცრუ.
მისი მიხრა–მოხრა თავის სწორუპოვრობის გამოა თვალშისაცემი. აი იგი კიბეზე ჩამოდის. კიბის ძირში მედიდურად ჩერდება საგნებს ზემოდან დასცქერის და შორს ისე იყურება, თითქოს უეცრად რაღაც საფრთხე იყნოსაო; შემდეგ თავს ხრის, ოდნავ მკაცრად, გრძელი, ღონიერი ნაბიჯით განაგრძობს გზას. ხელებს იქნევს, გრძელ, ენერგიულ ხელებს, რომლებიც მის მტკიცე ნაბიჯს ფრთას ასხამენ. აქ მისი ყოველი მოძრაობა პლასტიურად დასრულებული ჩანს.
ხმა იდუმალი მისი ყოველი გამოსვლა ერთადერთი და განუმეორებელია. ათასობით ადამიანი მასთან უშუალო შეხვედრას ელოდება, მილიონები კი რადიოგადაცემის მოლოდინში გაქვავებულან. აბრიალებული ტალღა ტალღაზე მოგორავს და აღტკინებისგან გუგუნებს. ტანი უგრძნობთ: იგი მოდის, იგი უკვე ახლოსაა. შუქშობილის მოლოდინში ყოველი ხმის გაგონებაზე უტოკავთ ფესვები. უსაშველოდ მოდიდებულან ტალღები. აქ მარტო აღარავინაა: „ყოველი მხარი ძმაა და ყოველი მზერა დაია შენი“. („გრაალის მცველნი“).
ტალღისგან ატაცებული ბედნიერი მსმენელი ჰაერში ნანაობს: იგი ერთდროულად ნადავლიც არის და ნადავლის მომპოვებელიც და აი, ფიურერიც აქ არის. ქარბორბალასავით ეხვევა გარს შეძახილი: „ჰაილ! ჰაილ! ჰაილ!“ აბობოქრებული ზღვის ზედაპირი მშვიდდება. ნელ–ნელა იკეცებიან ჩამცხრალი ტალღები. არსაიდან არ ისმის ხმა, ყველა ჩაწყნარებულია, მხოლოდ გულები ძგერენ ძალუმად, მოლოდინით ანთებულნი. და აი, გაისმის დაბალი ხმა, მკაცრიც და მოსიყვარულეც, და სუნთქვაშეკრულთ ესმით ნაცნობი სიტყვები: „გერმანელო მამაკაცებო და ქალებო!“
რამდენიმე ჟესტი და ორატორი ჭეშმარიტად ღვთიური გზნებით საქმეზე გადადის. ამ დაბალ ხმას მილიონობით ადამიანთან ერთად მეც გულმხურვალედ ვუსმენ. დროგამოშვებით სიტყვებს თავს ვანებებ, მხოლოდ შინაგან ენას ვაყურადებ და უცნაურ ხილვას ვეღარ ვეშვები. ორი მილიონი მიცვალებული წევს ქანცგაწყვეტილ მიწაზე. შვიდნახევარ მილიონს ჯერ კიდევ სისხლი სდის, დიდ გერმანულ არმიას იარაღი დაუხრია. პირქუშ, უმთვარო ღამეში არაამქვეყნიური სიჩუმე ისადგურებს. უეცრად შორიდან მოისმის ხმა, ნაღვლიანი და ტკივილიანი, მაგრამ თავგანწირვითა და სასიცოცხლო ენერგიით აღსავსე. სიჩუმეში გამაოგნებლად გაისმის ეს ხმა, ნუთუ ეს მითად ქცეული უცნობი ჯარისკაცის ხმაა? სიჩუმეში გამაოგნებლად გაისმის ეს ხმა და ამავე დროს გულის სიღრმეში ყველას ჰგონია თითქოს თავად ლაპარაკობდეს.
ადოლფ ჰიტლერის სიტყვების უკან მუდამ ვგრძნობ ამ ხმის გამოძახილს. იგი ისე სულის შემძვრელად ლაპარაკობს, რომ ხანდახან აღარც კი მჯერა, ეს ხმა ერთი ცალკეული ადამიანის ხმა შეიძლება იყოს თუ არა. აი ჭეშმარიტად სადცნაურდება გერმანული თვითობა. იქნებ ეს თვითობა მეტაფორულად არის გასააზრებელი?
იგავები ყოველი მცენარე მხოლოდ დროის ერთ რომელიმე მონაკვეთშია საცნაური: მორჩობაში, ყლორტობაში ან სიმწიფეში, მაგრამ ვინაიდან იგი თავის თავში ატარებს მისი ნებისმიერი ნაჭილიდან მთელის აღდგენის შესაძლებლობას, ამიტომაც ჭვრეტს მთლიანობაში მას გოეთეს მზიური თვალი: წინ, მორჩიდან ჰყლორტამდე და უკან – ყლორტიდან მორჩამდე. და ბოლოს ჩვენს წინაშე მატერიალურ–იმატერიალურად ფარფატებს თვით თაურმცენარე (ისევე როგორც ბავშვის სახეში შეიძლება დაიჭირო დედისა ან მამის სახე.) თაურმცენარე მცენარის ყოველ ფაზაში თვლემს. მართალია, ზრდის პროცესში, მაგრამ ერთჯერადად მთლიანობაშიც. იგი ხალხის ყოფიერების ხატში სრულყოფილ შესატყვისს პოულობს. ასე ხალხის თაურუჯრედზეც, ანუ დვრიტაზეც შეიძლებოდა გველაპარაკა. მე სხვა არავინ მეგულება, ხალხის დვრიტას ჰიტლერივით რომ ჩასწვდომოდეს.
უფრო ნათლად: ჩემი მშობლიური ქვეყნის ნებისმიერ გლეხს რომ ვკითხო, რა მოსდის ყურძენს სიმწიფეში შესვლისას, მყისვე მივიღებ პასუხს: მტევანში თვალი ჩავიდაო. ხოლო თვალში მზე იგულისხმება. ნუტუ მას გოეთეს ღრმა აზრი აქვს გაგონილი? „ვისაც მზიური არა აქვს თვალი, მას მზის დანახვაც არ შეუძლია“. ცხადია, არა. მაშ საიდან უწყის ეს საიდუმლო? საიდან და ეს ცოდნა მას თავის მშობლიურ ენასთან ერთად ეძლევა, სადაც „მზეს“ და „მზერას“ ერთი და იგივე ფუძე აქვს. მაინც ვინ მიხვდა ამას ჯერ ერთი იმას, რომ მზე კოსმიური თვალია, რომლის სხივებშიც შიგნიდან გამოსჩანს რაღაც და მეორე: ეს თვალი რომ ჩადის მტევანში, რათა იგი სიმწიფემდე და სისავსემდე მიიყვანოს? კი მაგრამ, მაინც ვინ შექმნა ეს საკვირველი ხატი? ალბათ, ვინმე უსახელომ წინარე დროში ჩვენამდე დაბადებულმა, რომლის ხედვაც თაობიდან თაობას გადაეცემოდა? არა. აქ არც „მანამდე“ და არც „მას შემდეგ“ არ გამოგვადგება, ვინაიდან: ყოველ ცალკეულ ადამიანს თავისი ენა წინ დაუხვდება მისი თაურხატისგან უკვე ქმნილი. დასაბამიდან ასეა–ყოველ ცალკეულ ადამიანში, იქნება იგი ამჟამად მცოცხლები, დიდი ხნის გარდაცვლილი, თუ სულაც მყოფადში მომსვლელი, არის რაღაც წინასწარ მოცემული, რაიც მასში მორჩის სახითაა ჩაკილული და მარადჟამს ცოცხლობს. ეს რაღაც–ცოცხალი არსების რომელიღაც სახეობა გაუხლეჩავი და ერთიანი ენის მედიუმში მსოფლსახის ჭეშმარიტ ძალად გვევლინება. ხალხი თუ რაიმემ შეძრა, იქნება ეს დამარცხების ტკივილი თუ რაიმე აღრმაფრთოვანებელი ექსტაზი, მაშინ თითოეულმა ადამიანმა თუნდაც წამის ერთი ნაწილაკის განმავლობაში საკუთარ თავში ლამის პიროვნულად უნდა შეიგრძნოს ის რაღაც, როგორც თავის საკუთარი თაურუჯრედი. ფესვების ამდაგვარი შეგრძნება ზოგჯერ ისე შორს მიდის, რომ ვიბნმე კურთხეული პიროვნება საკუთარ თავს ხალხის იდენტურად აღიქვამს: მაშინ იგი თავგანწირვისათვის შინაგანი მზაობის წყალობით ხალხის თვითობაში აღმოჩნდება ჩაზრდილი და შესაბამისად, ხალხიც მასში ხორცშესხმულ ხატს დაინახავს.
იქნებ ესეც მეტაფორაა? დავაკვირდეთ პაგანინის ვიოლინოს. მასში საიდუმლოდ შემონახულნი თვლემენ ის მუსიკალური ტალღები, გენიალური მევიოლინე მის სიმებს რომ გამოაცემინებდა. მდამათრობელმა რხევებმა ისე გააკეთილშობილეს უსულო ხე ალბათ მასში ახალი ნუჟრებიც კი წარმოშვეს– საკმარისი იყო მასზე ვინმე ხელგაუწაფავ მევიოლინეს დაეკრა, რომ შეიძლებოდა უხეშად დაზიანებულიყო მერნის ნატიფი ქსოვილი. და თუკი ხეს ძალუძს, თუნდაც წმინდა ფიზიკური თვალსაზრისით განიცადოს ასეთი სახეცვლილება, მაშინ განა ხალხისათვის თავშეწირულ ადამიანს არ ხელეწიფებოდა ხალხის ჯანსაღი უჯრედები თავის წიაღში მიეღო და დაეუნჯებინა? ჰიტლერის ფენომენი აქ ძევს და სხვაგან არსად.
გადამწყვეტი წამი რომ არც გონი წაერთმევა და არც სიკვდილის სუნთქვას შეიგრძნობს – ცეცხლი ხომ მისდაუნებურად გაჩაღდა! მაგრამ იმიმწამსვე მაინც აიტანს შიში და ალის ჩასაქრობად ხეს მივარდება. ხელებს გამალებით ამოძრავებს, დემონურად ყვირის და ღმუის, თითქოს უნდა ამოთქვას: არა, არა, ეს არ მოხდება! ბოლოს, როგორც იქნა, აქრობს ცეცხლს და ხელებდათუთქული გარბის.
იგი გარბის: მას სიმამაცე არ ეყო შეეცნო ჭეშმარიტება, რაიც, თუ გნებავთ, ამქვეყნად ყოფნის სიმამაცეც გახლავთ. ამ სიმამაცის გარეშე კი არც დაფარული შეიცნობა და არც ისტორიული საქმენი ხდება. ლუთერი წაუკიდებდა იმ ხეს ცეცხლს, ფრიდრიხ ნიცშეც და ნაპოლეონის ყოველი დიადი წამიც იმ ცეცხლის ალში დგებოდა ხოლმე.
დღევანდელი წინამძღოლები, ვინც კი თავიანთ ხალხში დაწინაურებულა, ყველა როგორც ერთი, ამ ცეცხლის გენითაა გულანთებული. მუსოლინის, amor fati -სგან მუშტად შეკრულს, აქვს გადამწყვეტი იერიშის წამოწყების გამბედაობა, ხოლო ადოლფ ჰიტლერი ამ სიმამაცით უჩვეულოდ, ნერვის უკანასკნელ ძაფამდეა შეპყრობილი. ერთ მაგალითს მოვიყვან.
,,1932 წლის 8 აპრილს გერმანიას ისეთი ავდარი დაატყდა თავს, ყოველგვარ წარმოდგენას რომ აღემატება. შავი ღრუბლებიდან სეტყვამ წამოუშინა. ნიაღვარმა წალეკა ბაღები და ველ-მინდვრები. მღვრიე ქაფიანმა წყალმა დატბორა გზები და ლიანდაგები, გრიგალმა ფესვიანად ამოგლიჯა საუკუნოვანი უზარმაზარი ხეები. ამ დროს ჩვენ მანქანით მანჰაიმის აეროდრომისაკენ მივემართებოდით. ვინ გაბედავდა გამძვინვარებული სტიქიისათვის მიენდო თვითმფრინავი – გერმანულმა ლუფტჰანზამ შეაჩერა ყველა რეისი. აეროდრომზე კი, კოკისპირულ წვიმაში დგანან ჩვენი მომხრეების ყველაზე შეუდრეკელი რაზმები. მათ უნდათ აქ იყონ, უნდათ საკუთარი თვალით იხილონ, ასეთ ავდარში ფიურერი როგორ მიენდობა თვითმფრინავს. ფიურერი ბრძანებს დაუყოვნებლივ აიღონ სტარტი. ჩვენთვის უნდა შესრულდეს დღის განრიგი, რადგან დასავლეთ გერმანიაში ასეულ ათასობით ადამიანი გველოდება. თვითმფრინავი ანგარიდან გამოჰყავთ. მონტიორებისა და სპეცრაზმელების კუნთმაგარი ხელები ძალღონის არაადამიანური დაძაბვის ფასად ახერხებენ ბილიკზე თვითმფრინავის დაკავებას, რომ ქარიშხალმა არ აიტაცოს და არ დაამსხვრიოს იგი. მოტორების ორღანი ახმიანებულია. პილოტი უჩინარი ხელით ორღანისტივით ცვლის რეგისტრებს და ხან უკლებს და ხან უმატებს გუგუნს. მოტორები უკვე გახურებულია, სანამ ასაფრენ ბილიკს გაუთავისუფლებდნენ, მოთოკილი ძალით მოუთმენლად ძაგძაგებს ჩვენი ჰიპოგრიფი.
ერთი ყალყზე შედგომა და ჩვენი ძვირფასი ბედაური უკვემ წვანე მინდორზე მიჰქრის. რამდენიმე თამამი ნახტომი, უკანასკნელი წამიერი შეხება მიწასთან, ჩვენ უკვე ჰაერში ვართ და ჯადოქრის მოთუხთუხე ქვაბში ვიძირებით. ამას ფრენა აღარ ჰქვია. ესაა ბზრიალ-ტრიალი, რომელიც დღემდე უშორესი სიზმარივით გვაგონდება. ჩვენ ხან გრიგალს მოვექცევით თავზე, ხან ღრუბლების ნაფლეთებს მივაპობთ, უხილავი გრიგალი ხან სიღრმეში ჩაგვიტანს, ხან კი გვეჩვენება, თითქოს შორეული ამწე ზევით ვერტიკალურად გვეწეოდეს. და მაინც, უსაფრთხოების საოცარი შეგრძნება ღვივის ჩვენში სტიქიის ამ ბობოქრობის ჟამს. ფიურერის აბსოლუტური სიმშვიდე ყველას გვედება.
ადოლფ ჰიტლერი ისე შეუპოვრად მოქმედებს, რომ გიჩდება შეგრძნება: ურჩხულიც რომ გადაუდგეს წინ, არ შეუშინდება. დიახ, გჯერა, რომ იმ ურჩხულს დაამარცხებს. იგი მიმართავს ხალხს, მტკიცედ და გაბედულად და საკუთარ თავსა და სხვებს შორის მიჯნას ვეღარ გრძნობს; თავისი ქვეყნის პულსი მასშივე ფეთქავს. იგი კვლავ და კვლავ იყენებს პირის ნაცვალსახელს ,,მე”, ოღონდ ,,მე” ამ შემთხვევაში ხალხის ზეპიროვნულ თვითობას ნიშნავს. ამ დროს მისი ფოლადივით სიტყვა უზარმაზარ ძალას ასხივებს, უფრო მეტიც – იგი ქმედით ძალად გადაიქცევა. მისი გამჭრიახი გონება ჯერ არშობილ საიდუმლოს წვდება და ლაღი ჩირაღდანმსტყორცნელის დარად ბრმა ბედისწერას ათვინიერებს. სიტყვის ბოლოს მისი დიონისური ფრთების მოქნევა იმ ფრინავის ფრენას ჰგავს ოკეანეს რომ გადაუფრინა და ახლა მის მოლოდინში გარინდული ხალხის წინ ძლევამოსილად ეშვება მიწაზე.
პირველცოდნაში ჩახედვა იგი ბედისწერას ათვინიერებს და ბედისწერაც მის მხარესაა. აქ ცნაურდება ის რღაც, რაც ჭეშმარიტად ისტორიულ პიროვნებას მასისაგან გამოარჩევს. ესაა იმ შინაგანი გაორების დაძლევის ნიჭი, რაც ადამიანის არსში ღრმადაა ჩაკირული. აქ ჩემი წიგნის ,,გრაალის მცველნის“ გმირს თავად გიორგის ვალაპარაკებ: ,,დაცემამდე ადამი კადმონი ღმერთისგან განუყოფელი იყო, მხოლოდ დაცემის შემდეგ შეიცნო მან იგი, როგორც თავისი საპირისპირო რამ. აქამდე იგი საგნებს შიგნიდან გარეთ ხედავდა, ახლა კი მათ ისე აღიქვამდა, როგორც მის პირისპირ მდგომთ. იმ კითხვას, როგორ შევიმეცნო ის, რაც მე თვითონ არ ვარ, რაზეც საუკუნეების მანძილზე თავს იმტვრევდენენ მოაზროვნენი, დაცემამდე ადამი საერთოდ ვერ გაიგებდა, ვინაიდან იგი სხვას აღიქვამდა, როგორც თავის განსაკუთრებულ მეს. ყოფიერების გარშემო მოპოვებული ცოდნა უკვე აღარ არის თვით ყოფიერება. კაცობრიობამ დაკარგა ყოფიერებაში არსებული განუყოფლობა და დღეს ეს განუყოფლობა მხოლოდ ცხოველშია შემორჩენილი. აი საიდუმლო ეს არის. ახლა ხომ გესმით, რატომ გვჯობიან ცხოველები ღონით? ახლა თქვენთვის ხომ ნათელია, რატომ ვაღმერთებთ ცხოველებს? შემდეგ: ,,სხვათა შორის, ცხოველს არ გააჩნია თვითობა, ანუ ღვთაებრიობის ნიშანი. მას არ გააჩნია მე, სამაგიეროდ ღვთიური ყოფიერების მთლიანობა აქვს შენარჩუნებული. ცხოველი გარესამყაროს ზუსტად ისე აღიქვამს, როგორც ჩვენი თვალი აღიქვამს სინათლის ზღვას: იგი ,,საგნებს“ ვერ არჩევს. თვალს რომ სინათლის ზღვა საგნის სახით ედგეს წინ, მყისვე დაკარგავდა ხედვის უნარს და ეს ცოდვით დაცემის მსგავსი რამ იქნებოდა. ცხოველის მეხსიერების სამყარო მისი ქმედების სამყაროცაა. ჩვენს მეხსიერებაში ძევს ნებისმიერი არსების ხატი, თუნდაც იგი შორს იყოს ჩვენგან. ცხოველს წარმოსახვის უნარი არ გააჩნია, სამაგიეროდ იგი უშუალო შეხებისას სავსებით ხატოვნად ჭვრეტს საგანს, იგი თავის საპირისპირო საგნით იმსჭვალება. აქედან მოდის მისი უზარმაზარი მაგია, ნადირი გამოჩენისთანავე ცვლის თავის გარშემო ატმოსფეროს.
ამგვარად, ცხოველი ღვთიურად მთლიანია, ყოფიერებაში მას არ გააჩნია შუალედური სივრცე. ადამი კადმონი ალბათ ერთდროულად ცხოველიც არის და ადამიანიც, ღვთიურ საშოში განუყოფელი. მას შემდეგ მისტირის ადამიანი თავის დაკარგულ ნახევარს – ცხოველს. აქედან გამომდინარე, გასაგებია მითიურ ადამიანს რატომ ესახებოდა ცხოველო წმინდანად: პირველმდგენად, ტოტემად. ტყუილად როდი გამოუსახავთ ბაბელსა და ზუმერს, უშუალო პირველცოდნის ქომაგებს, კოსმიური წრებრუნვა ცხოველების ნიშნებით. კურო, მერწყული, თხის რქა, ვერძი, ლომი, ღრიანკალი – ყველა ეს ცხოველი, რეალურადაც და ირეალურადაც, ადამი კადმონის სხვადასხვა თვისებას განასახიერებს.
ასე და ამგვარად, ამ გადმოცემაზე შეიძლება შეიძლება ითქვას: იგი ძველი აღთქმის შესაბამისი გადმოცემისაგან ძირფესვიანად განსხვავდება. კაიროსი თუკი ვინმე მთლიანად და უყოყმანოდ გაიზიარებს თავისი ხალხის ბედს, მაშინ მას მიეცემა ნიჭი და უნარი ფარულად შეამოკლოს გამყოფი შუალედი, ანუ სივრცე ყოფიერების ირგვლივ არსებულ ცოდნასა და თვით ყოფიერებას შორის. მაშინ მასში, თავად გიორგის აზრი რომ მოვიშველიოთ, წმინდა ცხოველის ძალები გაბატონდებიან და ამიერიდან იგი მთლიანად და განუყოფელად იმოქმედებს ხოლმე. იგი თანდათან მოიპოვებს ყოფიერების იმ წყალობას, რასაც ძველი ბერძნები ,,კაიროსს“ ეძახდნენ, ანუ მოიპოვებს უნარს ქმედებისას იპოვოს გადამწყვეტი წამი.
ცხოველებთან კოსმიურად დამეგობრებულ ადამიანებს მშვენივრად შეუძლიათ შეიგრძნონ იგი. საკმარისია მონადირემ თავის ძაღლთან ურთიერთობისას ინსტიქტურად შეიგრძნოს ღვთიურ–პიროვნული ,,შენ“, რომ ცხოველი მას მყისვე ინსტიქტის რწმენას მიანიჭებს. მაგალითად, აქ დიდ როლს თამაშობს სიახლოვე კატასთან, ამ საზარელ ცხოველთან, რომლის მეოცნებე კრუტუნში ყრუდ და წყნარად მოისმის კოსმოსის შორეული სუნთქვა, იმ პირობით, მისი შემზარაობა ვინმეს წილხვედრი გახდება.
რაც უფრო ვიწროა ის შუალედი, მით უფრო ძლიერია კაიროსი. ქემალ ათათურქის ცხოვრება ამ თვალსაზრისით ფანტასტიკას ესაზღვრება. იგი თითქმის ყოველთვის გამოუვალ მდგომარეობაში ვარდება, სადაც გარემოებანი დაახლოებით 90:10 – ზეა მის საწინააღმდეგოდ მიმართული და აი იგი მოვლენებში მოულოდნელად, შესაფერის წამს ჩაერთვება და სახიფათო ზონაში ბედისწერას უმალვე თავის სასარგებლოდ შემოატრიალებს ხოლმე. მუსოლინის არსებაში მოქმედ კაიროსს აქვს რაღაც მეტეორის ნამსხვრევის ცეცხლისებრი. თვალს თუ მივადევნებთ აბისინიის ომის ყოველდღიურ მსვლელობას, დავინახავთ, როგორ ვიწროვდება დუჩეში ის შუალედი და მისი ყოველი ღონისძიების კვალდაკვალ როგორ იზრდება კაიროსი. ამ სივრცეს თავის ატომგულში შემოკლების ნაცვლად თუნდაც ერთი წამით უკან რომ დაეხია, ერთი ხელის დაკვრით წაგებული აღმოჩდებოდა აბისინიური ლაშქრობა, რომელიც ფარულად თვით მის მიერ იყო ინსპირირებულიც და წარმართულიც.
ადოლფ ჰიტლერს ეს უნარი განსაკუთრებით უხვად აქვს მომადლებული. იგი შორეული სიღრმეებიდანაა ხესავით ამოზრდილი, დედამიწის ცეცხლით გავარვარებული, ნაყოფიერ სინათლის სხივად გარდაქმნილი. ჯერ იყო ისტორიული კრება 1920 წლის 24 თებერვალს, მიუნხენის ლუდსახარშის დარბაზში; წარმოდგენილ იქნა ჩამოყალიბების პროცესში მყოფი მოვლენის მონახაზი, რომელშიც ადოლფ ჰიტლერმა, როგორც ფიურერმა, და სხვებმა როგორც მისმა თანამებრძოლებმა მსოფლიოისტორიული ამოცანის შესასრულებლად ერთმანეთი აღმოაჩინეს; შემდეგ, დაუნდობელი, განუწყვეტელი ბრძოლა ქვეყნის დამქუცმაცებლების წინააღმდეგ; შემდეგ, 1930 წელს მოგებული არჩევნები; შემდეგ, 1933 წელს ძალაუფლების ხელში აღება; შემდეგ, საყოველთაო სამხედრო ვალდებულების შემოღება, კენჭისყრა ზაარის მხარეში; შემდეგ, ავსტრიის შემომტკიცება – ამ უმაგალითო ისტორიული სვლის თითოეული ეტაპი კაიროსის ნიშნის ქვეშ მიმდინარეობს.
ამ ნიჭის გამოვლენის ბრწყინვალე მაგალითად, რაც ფიურერს თავის სტიქიად ექცა, უეჭველად რჩება სუდეტების გათავისუფლება… ჯერ იყო 1939 წლის თებერვალში, შორეული წარსულიდან მომდინარე გამოძახილივით მკაცრი და მშვიდი გაფრთხილება ჩეხოსლოვაკიისადმი. შემდეგ აშკარა, დაუფარავი, კატეგორიული მიმართვა პარტიის ყრილობაზე ნიურნბერგში, რომელმაც სუნთქვა შეუკრა მსოფლიოს, შემდეგ ყრუ პაუზა, მოწინააღმდეგისათვის დასაფიქრებლად მიცემული, შემდეგ კი, 26 სექტემბერს, სპორტის სასახლეში წარმოთქმული სიტყვა.
საოცარია ეს სიტყვა, აქამდე არასოდეს ყოფილა მისი სიტყვა არქტექტონიკურად ასე ოსტატურად და ძლიერად შეკრული. ეს იყო საბოლოო გადაწყვეტილებისათვის მზადყოფნის ნიშანი, ამავე დროს კი არასოდეს ყოფილა მისი სიტყვა ღრმააზროვანი პაუზებით ასე დატვირთული და დაძაბული – თითოეულ სიტყვაში იგრძნობოდა , რომ მას უნდოდა თავიდან აეცილებინა ომი. ჭექა–ქუხილი ჯერ არ დაძრული, მაგრამ პირმოქუშული, უკვე იმუქრება და გამალებით იკრებს ძალას. ამ დროს ჩემბერლენის უეცარი გამგზავრება მიუნხენში და შეხვედრა ფიურერთან ბერხტესგადენში. მსოფლიომ შვებით ამოისუნთქა. შემდეგ ხანმოკლე პაუზა. ამასობაში ხელახლა მატულობს მღელვარება. ჩემბერლენის ხელმეორე გაფრენა და თათბირი გოდესბერგში. შემდეგ კვლავ პაუზა, კიდევ უფრო ხანმოკლე და კიდევ უფრო საშიში. საკმარისია ერთი მისხალი დაემატოს სასწორის პინას, რომ ჭექა–ქუხილი აიწყვეტს. კაცობრიობა გაქვავებულა ძრწოლასა და ლოცვაში. და მოულოდნელად ოთხი სახელმწიფო მოღვაწის თავყრილობა მიუნხენში: ჰიტლერი, მუსოლინი, ჩემბერლენი და დალადიე. მშვიდობა და მასთან ერთად მსოფლიოც გადარჩენილია. დროის ამ სუნთქვის შემკვრელი დრამატიზმით აღსავსე მონაკვეთში ჩანდა, რომ განუწყვეტლივ მოქმედებდა ფიურერის კაიროსის სხივი.
მე კი გადამწყვეტი მაინც სპორტის სასახლეში წარმოთქმული ის სიტყვა მგონია. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ფიურერის ყოველი სიტყვა მომწიფებული ქმედებაა; ასე იყო ამჯერადაც. ეს იყო სამართლიანობისათვის საბრძოლო მზადყოფნაც და ომის თავიდან აცილების სურვილიც. განა არ შეიძლება ამას დაქსაქსულობა გამოეწვია? 99 შემთხვევაში კი, მაგრამ ფიურერის შემთხვევაში ამან სხვაგვარად იმოქმედა. აქ ცნაურდება მისი ერთი განსაკუთრებული თვისება. – იგი ,,გულის ადამიანია“. ერთხელ ჰიუსტონ სტიუარტ ჩემბერლენმა აღნიშნა: ,,გამოჩენილი პიროვნებები შეიძლება ორ ჯგუფად დავყოთ, იმისდამიხედვით, მათში თავი გადასწონის თუ გული. ჰიტლერს მე უყოყმანოდ გულის ადამიანებს მივაკუთვნებდი… ცენტრალური მამოძრავებელი ორგანო, ქურა, სადაც სისხლი აღინთება, სადაც მისი აზრები იჭედება, გულია. სხვა პოლიტიკოსებისაგან იგი ამით განსხვავდება“. დიახ, ჰიტლერი გულის ადამიანია, ოღონდ არა მოდუნებული გულისა: იგი ამავე დროს პასუხისმგებლობით აღსავსე ადამიანიც გახლავთ. მის დასახასიათებლად ბჰაგავადგიტას სიტყვები უფრო გამოდგებოდა: ,,საკუთარ თავს რომ ჩავუკვირდები, წმინდა გულს ვპოულობ და წინ ათასობით, ათიათასობით ადამიანიც რომ გადამიდგეს, არ შევეპუები“. ვინც შეძლო საბედისწერო გადაწყვეტილების მიღების წინ მოვალეობის სიმკაცრე და გულის სინაზე უფრო მაღალ ორგანოში, ანუ თავდადებული პასუხისმგებლობის ორგანოში ჰარმონიულად და გულითადად შეეუღლებინა, იმას სასწაულის მოხდენა ძალუძს. და ჰიტლერმა მოახდინა კიდეც ეს სასწაული: სამართლიანობისათვის მისმა ბრძოლამ ინგლისსა და საფრანგეთში გამოაღვიძა კეთილგონიერება და მიუნხენში დადებული მსოფლიოისტორიული ხელშეკრულება ამიტომაცაა კურთხეული ნაყოფის დარი. ფიურერის კაიროსში ეს სრულიად განსაკუთრებული რამ გახლდათ. მან ერთხელ უკვე სავსებით გასაგებად ჩამოაყალიბა დებულება: ,,სულიერი ტიპის, დიდი, მართლა მსოფლიოს მომცველი რევოლუციების მოფიქრება და განხორციელება მხოლოდ ერთეულების ტიტანური ბრძოლის შედეგია და არა კოალიციების ძალისხმევისა“ (,,ჩენი ბრძოლა“). იგი ამჯერადაც ზემოხსენებული ბრძნული გამონათქვამის ერთგული დარჩა. გადამწყვეტი ქმედების ძალა ერთეულების ხელშია.
,,ყოველ კაცს უდგანან გვერდში მრჩევლები, მაგრამ გადაწყვეტილებას ის ერთი კაცი იღებს“, იმავე წიგნში ამბობს იგი და ეს ნათქვამი პირველ დებულებას სავსებით ესადაგება. მის გვერდითაც დგანან მრჩევლები, მისი ერთგული თანამებრძოლნი, მაგრამ გადაწყვეტილებას მარტო ის იღებს. ,,Allein”. ამ სიტყვას ლექსიკონი ასე განმარტავს; ,,მარტო, ერთადერთი, მარტოდმარტო; მხოლოდ, ოღონდ.“ მაგრამ მე ვიცი, რომ ზოგჯერ სიტყვა ერთად სხვა მნიშვნელობასაც შეიცავს. ,,All” კოსმოსს, სამყაროს ნიშნავს და ვინ იცის, იქნებ ,,Allein” კოსმოსთან გაერთიანებულსაც ნიშნავდეს? ვინაიდან: კოსმოსთან რომ გაერთიანდე, ყველას და ყოველივეს უნდა განერიდო. არცერთი მისი თანამედროვე არ ხმარობს ამ სიტყვის სხვა მნიშვნელობებს, როგორიცაა ,,მხოლოდ“ და ,,ოღონდ“ ისე ხშირად, როგორც ჰიტლერი. ვითომ უბრალო შემთხვევაა? ალბათ აქ ქვეცნობიერად მოქმედებს, რაც ზემოხსენებულ მინიშნებასთან ახლოს დგას. დიახ, იგი გადაწყვეტილების მიღებისას მარტოა, კოსმოსთანაა გაერთიანებული, ამ სიტყვის პირველი ნაწილი კი მისი ხალხისპირველმდგენსაც ნიშნავს. როგორც ჩანს, იგი გადაწყვეტილებას მხოლოდ მაშინ იღებს, როცა მარტოდმარტო დარჩენილი იმ პირველმდგენთან ამყარებს კონტაქტს. ეს არის ტაოს მსგავსი მდგომარეობა, რომლის ახსნასაც მიახლოებით მაინც შეძლებს რაინერ მარია რილკეს მთელ ლირიკულ სამყაროში ალბათ საუკეთესო სტრიქონები, ოღონდ იმ პირობით, თუ ღმერთის ნაცვლად, რომელსაც ეს სტრიქონები ეძღვნება, მითიურ წინაპარს ჩავსვამდით:  
… მე მეგობრები ისე დამშორდნენ,
ოდნავღა მესმის სიცილი მათი;
შენ კი ბუდიდან გადმოვარდნილხარ
ყვითელბრჭყალება, საცოდავი, დიდთვალა ბარტყი.
ჩემი ხელები შენთვის ფართოა,
ჩემს ხელებში ხომ ჩაიკარგები.
ამიტომ ვიღებ თითით წყაროს წყალს
და მივაყურებ, იმ წვეთს როგორ დაეწაფები
და ვიგრძნობ უმალ, შიშით ორივეს
აგვიძგერდება მყისვე გულები.
პირველმდგენი იდუმალებითაა მოცული ის რაღაც, რომელიც ნებისმიერი ხალხის თაურხატის სახით ვლინდება. ესაა პირველმდგენი, სიცოცხლის მქმნელი: ოღონდ არა მოდგმისა და ჯიშის შექმნის გაგებით. იგი ჩვენთაგანი არ არის, მაგრამ მაინც ყოველ ჩვენთაგანში ცოცხლობს. იგი ზებიოლოგიური ბუნებისაა და შინაგანი სულიერ–ხორციელი არსებობის შუაგულიდან მომდინარეობს. ეს ზესთაპიროვნული ინდივიდუა–ლურობაა, მაგრამ მითიურ ადამიანს იგი კონკრეტული პიროვნების სახით შეიძლება გამოეცხადოს.
ქართველები ჩვენი ხალხის პირველმდგენს სახელსაც კი ვარქმევთ, კარდჰუს, ბერძნულ ყაიდაზე – ქართლოსს. მცხეთაში, თბილისის მახლობლად, სადაც ოდესღაც მზეს განდობილი საკულტო სალოცავებს აგებდნენ, რათა მედიტაციისას გამოეყენებინათ ამ ადგილის უჩვეულო გამოსხივება, იქ, სადაც მეოთხე საუკუნის დამდეგს წმინდა ქალწულმა ნინომ ვაზის ნასხლევისგან საკუთარი თმით შეკრული ჯვრით გვაზიარა ქრისტიანობას, გადმოცემის თანახმად გვეგულებოდა კარდჰუს წმინდა საფლავი. ყოველ წელს იმართებოდა მისი დატირება, ოღონდ ამაში ალბათ არ იგულისხმებოდა პირველმდგენის ჭეშმარიტი სიკვდილი. მაშ რა იგულისხმებოდა? იმ ხალხის ცნობიერებაში, რომელშიც აუხსნელი მიზეზების გამო პირველმდგენის ძალებს კარგა ხანია ჭკნობა შეჰპარვოდა, ფესვებს მწარე შიში ღრნიდა, რომ თვით პირველმდგენი იყო დასაშრეტად განწირული, რადგან ძნელი წარმოსადგენია პირველმდგენი, როგორც ღვთაებრივი შესაქმეს თაურხატი, უკვალოდ გამქრალიყო. მაგალითად, ლანგებარდები, როგორც ხალხი, დიდი ხანია გადაშენებულია, მაგრამ ხმელთაშუა ზღვის ნაპირას მაინც გადაეყრებით ხოლმე ვინმეს, ვის სახეშიც რასიულად შეიცნობა მისი ლანგებარდული წარმომავლობა. ამრიგად, კარდჰუს იმიტომ დასტიროდნენ, რომ ქვეშეცნეულად გრზნობდნენ: პირველმდგენის გარეშე ხალხს ხალხი აღარ ჰქვია. ეს შეიძლება იყოს ადამიანების ჯგრო, მაგრამ მას არ ექნება არსი. მე ვიცი, კავკასიაში ბინადრობს ერთი ხალხის ნაშთი, სახელად უდები, რომელთაგან სამი–ოთხი სოფელიღაა შემორჩენილი.
ერთი შეხედვით ისინი სხვა ხალხებივით, ჩვეულებრივად ცხოვრობენ, მაგრამ კარგად თუ ჩავუკვირდებით, მივხვდებით, რომ მათი სათუთი მყუდროება მეტაფიზიკური სიკვდილის მოახლოების მაუწყებელია. ყველა ნიშანი მოწმობს, რომ იდუმალებით მოცული მიზეზების გამო მათ თაურხატს ნამდვილობა აქვს დაკარგული.
ნათელმხილველური ნიჭით დაჯილდოებული ბევრი მხატვარი ჭვრეტს ადამიანის სახეში მის რასიულ ხატს. ერთმა უცნობმა ოსტატმა უტა ფონ რაუმბურგის პორტრეტში სრულყოფილი პლასტიურობით გამოსახა გერმანული ტომების ნაშიერი პირველქმნილი ქალი. გრაფინია უტას სახეში ცოცხლად არის განსხეულებული ჩრდილოელი ევას თაურხატი. ოღონდ იგი ცოდვით დაცემით არ არის დამძიმებული. ისეთი შეგრძნება გეუფლებათ, თითქოს ეს მზესთან მთელი არსებით წილნაყარი ქალი თავის წიაღში ფარული შინაგანი მგზნებარებით თვით მზის ნაყოფს დაატარებდეს. შეუდარებელია მის მშვენიერ ყელთან მომდგარ მოსასხამზე გამოსახული უბიწო ნაოჭი: გზნების ამოსაცნობი ნიშანი, ოღონდ ისეთი გზნებისა, რომელიც მარად წმინდა რჩება და არასოდეს გახდება ,,ბიწიერი“. იგი შორეთში ჩაკარგულივით ნანაობს ჩვენს თვალწინ და თან ისე ახლოსაა, რომ გიჩდება შთაბეჭდილება: იგი რომელიმე შუასაუკუნებრივი ქალაქის კუთხეში შეიძლება შემოგეფეთოს.
ყოველი ცალკეული ადამიანი როგორღაც თავისი ხალხის თაურხატთან შემაკრთობელი იდუმალებითაა დაკავშირებული. ყოველი გენიოსი ქვეცნობიერად კიდევ უფრო მეტად ინარჩუნებს თავისი რასის პირველმდგენთან ფარულ კონტაქტს და მისი გამოვლენის ფორმა იმ პირველმდგენითაა დაღდასმული. ამ კონტაქტის გარეშე წარმოუდგენელია შემოქმედებითი აქტი. ისტორია ამ წესის თითქმის ვერცერთ გამონაკლისს ვერ დაგვიდასტურებს.
მაშინ ამერიკასა და ამერიკანიზმზე რაღა უნდა ვთქვათ? შემაცბუნებული კითხვაა, რომელიც თითქოს მთელ ამ კონცეფციას აცამტვერებს. ამერიკა მე მართლაც ახალ სამყაროდ მესახება, რომელსაც პირველმდგენის ძალების ზემოთ მოყვანილი მიმოხილვა ერთი შეხედვით თითქოს არ ესადაგება. ამ დროს გვახსენდება ამერიკის მთელი კულტურული ცხოვრების ატომიზირება, ყოფიერების შეუკავშირებლობა და ინდივიდუალიზმის ბატონობა. ყველაფერს ამას აკლია ერთიანი თაურახტი, ვინაიდან იგი დასაბამიდან არ მომდინარეობს. ჩვენ აქ ვაწყდებით ისეთ განვითარებას, რომელსაც შეეძლო ხალხადქცევის პროცესამდე ახლებურად მივეყვანეთ. აქ შესაძლებისდაგვარად შემდეგი მოსაზრება შეიძლება გამოიკვეთოს. ის, რაც მითიური ადამიანისათვის პირველმდგენია, ამერიკელს სამყაროს ფიზიკურ უწყვეტობად ევლინება. ცხოვრების ტექნიზაციას შეეძლო სიცოცხლის წარმოშობის სხვა ხედვამდეც მივეყვანეთ. მაგალითად, ატლანტის ოკეანის თავზე მყოფმა მფრინავმა შეიძლება უსასრულო სამყაროში ერთი წამით მზის მოლეკულად იგრძნოს თავი. მაშინ ამ შეგრძნებაში პირველმდგენი გამოვლინდებოდა. თუკი ვინმეს წილად ერგება ბედნიერება ამგვარად შეიმეცნოს თავისი თვითობა, მაშინ იგი, როგორც მისტიკოსი, უფრო დიდი და ღრმა იქნება, ვიდრე სხვა ვინმე, კაკლის ჩეროში წამოწოლილი წყნარ მედიტაციას რომ მისცემოდა და ნირვანის მეშვეობით შედის უსასრულობაში. მართალია, ეს ცდა უსაშველოდ ძნელია, მაგრამ სამაგიეროდ რა წყალობასა და ბედნიერებას ეზიარებოდა მისი მაძიებელი! ამაზე სიტყვას აღარ გავაგრძელებთ. პირველმდგენსა და ცალკეულ პიროვნებას შორის გამუდმებით მოქმედებს დრამატიზმით აღსავსე დაძაბულობა. 
ნებისმიერი პოეტი, ვინც კი პასუხისმგებლობით ეკიდება თავის დანიშნულებას, ამას თავის შემოქმედებით შრომაში ნათლად გრძნობს. იგი ცდილობს შექმნას რაღაც ახალი, ანუ სიტყვებისა და ხატების სამყაროში ხელახლა წამოიწყოს საქმე, მაგრამ თუ წამოწყება პირვესაწყისის ერთგული არ იქნა, მაშინ შემოქმედებაში თვითნებობა აღზევდება, რამაც სეიძლება მანერულობა შვას, თორემ ჭეშმარიტი სტილის შექმნა გაუჭირდება. გოეთეს კლაისტი არ სწამდა, ოღონდ იმიტომ კი არა, რომ ტვიტონ “ოლიმპიელად’’ იყო დაბადებული. იგი თავის თავში გრძნობდა კლაისტს, რომელიც უნდა დაეძლია. არაფრის არ ეშინოდა ისე, როგორც თვითნებობისა .კლაისტის შემთხვევაში თვითნებობა, მისი აზრით, გრძნობათა აღრევაში ვლინდებოდა, რასაც თვითონ გამუდმებით უნდა გამკლავებოდა. ასე ამაღლდა იგი საკუთარ თავზე, რათა საწყისთა საწყისთან კონფლიქტი არ მოსვლოდა.
მზეგრძელი იყოს ის, ვისაც ხელეწიფება ჰარმონიაში ამყოფოს საწყისსა და პირველსაწყისს შორის არსებული იდუმალ ცეზურა.ვაი მას, ვინც ეს ვერ სეზლო : იგი საბოლოოდ არარად გადაიქცევა. მაგრამ ვინ გადაურჩა პირველმდგენთან შინაგან ბრძოლას, ისე რომ განადგურების საფრთხის წინაშე არ აღმოჩნდეს ? ო, ადამიანის ყოფიერების საიდუმლოვ–ასეთებიც არსებობენ: ისინი ან სამყაროს უარმყოფელები არიან –იგულისხმებიან ასკეტები – ან საყაროს დამაქცევლები. აქ მივდექი ადოლფ ჰიტლერის ფენომენის ცენტრალურ პუნქტს. ფრანგი მწერალი ალფონს დე შატობრიანი თავის წიგნში ახალ გერმანიაზე ჰიტლერს “LE HOME NOUVEAU”-ს უწოდებს.დიახ, ჰიტლერი მართლაც ახალი ადამიანია, უფრო ზუსტად: ადამიანის ახალი ხატი. მის სტიქიაში მარად სასიკეთო ინტერფერენციის სახით შემოქმედებით იძვრის ცალკეულ ადამიანსა და პირველმდგენს შორის დაძაბულობის შემქმნელი ცეზურა.
ცოტა რამ რასიულობაზე ყოველ დიდ შემოქმედს თავისი მსოფლხატი შემოაქვს – სიტყვაში, ნახატში თუ საქმეში გამოვლენილი. ადოლფ ჰიტლერის მსოფლხატი ასეთია : ხალხის მთლიანობა მისი რასითაა განპირობებული. ადრეული კულტურებისასთვის, რომლებსაც უცდიათ ყოფიერებაში შეენარჩუნებინათ საკრალურობა, ცნობილი იყო ეს იდეა. ჩვენში, საქართველოში , ეს იდეა ენაშიც კი ცნაურდება, ქართველს ვინმეს შეურაცყოფა თუ უნდა, „შეუჯიშოო“, იტყვის, რაიც „რასის არმქონეს “ ნიშნავს, ხოლო უძლიერესი ქართული წყევლა ასეთია: „შენი ჯიში ამოვარდაო. ჩვენს საუკუნეში რასიული სიწმინდის პირვეცოდნა უკვალოდაა გამქრალი. ვინმე თუ შეეცდება იკვლიოს რასის შემადგენელი კომპონენტები, ყოველი მხრიდან შემოუძახებს: იგი თავის ნებას აძლევს ადამიანსაც ისეთი კრიტრიუმები მიუყენოს, რითაც ძაღლის ან ცხენის წმინდასისხლისანობის ხარისხს ადგენენ ხოლმეო. ცხადია, ადამიანი არც ძაღლია და არც ცხენი. იგი გონიც არის და როგორც გონიერი არსება ქმნის პროცესშია ჩართული: იგი იქმნება, „უქმნა“ კი მხოლოდ მაშინაა შესაძლებელი, თუკი ადამიანი ყოფიერების ერთ–ერთი მცნების მიხედვით ყალიბდება: “იქმნეს ის, რაც ხარ“.
„ვითარცა იმ დღეს, შენ ამქვეყნად რომ მოგავლინა,
იმ დღეს პლანეტებს მზე უძღვნიდა გულითად სალამს,
მას შემდეგ კვლავაც იფურჩქნები, როგორც
წესია, რომელმაც შენი დაბადება განაპირობა.
სხვა გზა არ გაქვს, საკუთარ თავს ვერ გაექცევი,
ეს უკვე უთქვამთ სიბილებს და წინასწარმეტყველთ,
ხოლო იმ ფორმას, რომ ცოცხლობს და რომ ვიტარდება,
ვერც დრო შემუსრავს და ვერ ც ძალა გაანადგურებს .“
ამას აცხადებს გოეთე, ჩემი აზრით, უკანასკნელი საუკუნეების უდიდესი განდობილთაგანი.“საკუთარ თავს ვერ გაექცევი’’–ეს გამონათქვამი გორთეს სხვა მცნებას: „მოკვდი და იქმენ“ არ აწინააღმდეგება. ადამიანი ერთდროულად მონაცემიც არის და ამოცანაც , იგი ღვთიური მონახაზია, რომელიც თანდათან ყალიბდება. როგორც „მონაცემი“ იგი გარკვეული თვისებებითაა აღჭურვილი. სახიერად ღმერთის კანონის მიხედვით არის შექმნილი, ხოლო როგორც „ამოცანა“, იგი თავის თავს განახორციელებს, ანუ საკუთარ თავს თვითონვე აყალიბებს .ეს გოეთეს უკეტ დასავლეტში არავინ უწყოდა.“ხოლო ის ფორმა , რომ ცოცხლობს და რომ ვითარდება’’, ყოფიერების ის მთლიანობაა, ადამიანის პოროვნებად ქცევას რომ განაპირობებს. ასეთივე მთლანობად სხვა წარმონაქმნთა შორის შეიძლება რასაც მიგვეჩნია და ვინაიდან ქმნადობის სამყაროში მთელი ადამიანია ცართული, ამიტომ რასის იდეაში სისხლთან ერთად გონიც მონაწილეობს. ბარონი იულიუს ევოლა ტავის მნიშვნელოვან, მაგრამ სხვათა შორის, შეუმზადებელი მკითხველისათვის შაშიშ წიგნში ამბობს, კულტურები და რასები „სისხლის გავლით“ კი არა, „სისხლის გაყოლებით“ უნდა შევისწავლთო.
მარჯვედ მიგნებული, ზუსტი ნათქვამია. ზედმიწევნით დამახასიათებელია ერთი რამ: ვერცერთი ცხენის მცოდნე ისე დაწვრილებით ვერ აგიწერთ ინგლისურ დოღის ცხენს, როგორც ევროპელი მწერალი აღწერს ხოლმე თავისი გმირის გარეგნულ ნიშნებს, მაგრამ ნებისმიერი მათგანი რასიული თეორიის მიმდევრად რომ ჩაგეთვალათ, უეჭველად აღშფოთდებოდა.
ამ საკითხს სერიოზული მიდგომა სჭირდება. ფლობერმა თქვა ერთხელ: მისტიკოსი გავხდებოდი, ლათინი რომ არ ვყოფილიყავიო. დოსტოევს კი რუსეთის გარეშე წარმოუდგენელია და ორივენი, როგორც მოაზროვნეები, უნივერსალურნი არიან. ეს სამყაროს მრავალფეროვნებით აიხსნება. ღმერთის ბუნება ასეთია: ღმერთი ერთსახოვანიც არის და ორსახოვანიც. გერმანული ენა ცდილობს ეს ერთ სიტყვაში ხელშესახებად აგვიხსნას: მაგალითად, „zveig” არის ის, რაც ერთისგან მეორის სახით იშვა: zvei უდრის ორს, ხოლო zveig ორად განტოტვილს, ანუ ტოტს ნიშნავს. როგორ წარმოიშობა ერთიდან მრავალი, ეს ჯერ კიდევ შეუცნობელია, მაგრამ ასე თუ ისე გასაგები გახლავთ. დიდი მოაზროვნე პლოტინი როცა კი ამ საიდუმლოს შეეჩეხებოდა, გადმოცემის თანახმად, ლოცვად დგებოდა ხოლმე. იგი მშვენივრად ხვდებოდა, რასთანაც ჰქონდა საქმე. ამბის სახით კი იგი ყოველწამს გვეძლევა. ბერძენი ქალი პირმშოს ცეცხლზე აწრთობს რათა იგი მოუწყვლადი გახადოს. ეს ჩვილი აქილევსია. ის ადგილი, სადაც დედას თითებით ეჭირა, ანუ ქუსლი დაუცველი დარჩა. მიწიერსა და ღვთიურს შორის ჯერ კიდევ არსებობს დაძაბულობა. გერმანთა გმირი ზიგფრიდი დრაკონის სისხლში განიბანება და მოუწყვლადი ხდება, ოღონდ ბანაობისას ზიგფრიდს ფოთოლი დაეცემა და სწორედ იმ ადგილზე მიაყენებენ ჭრილობას. ამბავი ვითომ სხვადასხვაა, მაგრამ ფაბულა ერთნაირია.
დიახ, ყოფიერება დასაბამიდან ერთია, მაგრამ იგი მრავლფეროვნად ვითარდება. ერთი მარცხნიდან მარჯვნივ წერს, მეორე _ მარჯვნიდან მარცხნივ, მესამე ზემოდან ქვემოთ, იაპონელი ჰარაკირს ოკეთებს, ეგვიპტელი მუმიფიცირებას ამჯობინებს. ერთი სიტყვით, მრავალფეროვნება ყველაფერში მჟღავნდება. ისაა სწორედ მარადი ერთი, მრავალი სახით რომ გვევლინება. გოეთე სასარგებლო იქნებოდა დავკვირვებოდით, ზოგიერთი მწერლის უცხო, უკვე წაშლილი წარმომავლობა თავისი სისხლით როგორ მსჭვალავს და აჯერებს, უფრო მეტიც, მისი შემოქმედების რიტმულ სვლებსა და შუქ_ჩრდილებს როგორ კვებავს. ამის დასტურად საკმარისია გავიხსენოთ პუშკინი და პრუსტი. თუ ეს ასეა, მაშინ გასაოცარიც არარ არის, ადრეულ კულტურებში რასა განმსაზღვრელ ელემენტად რომ ითვლებოდა. ახალ ეპოქაში იგი ლამის არასერიოზულ „თეორიად“ იქცა. ადოლფ ჰიტლერმა ხელახლ შთაბერა რასას ძალა, რათა გერმანელების ხალხადქცევა დაეჩქარებინა. ამიტომაც გახდა იგი დედამიწის ძალების გამომაფხიზლებელი.
საიდუმლო კანონი ყოველი დროის განდობილებმა უწყოდნენ სისხლის, „ამ სრულიად განსაკუთრებული სითხის“ საიდუმლო. თუკი რიტუალური მსვერპლშეწირვის მეოხებით ვინმეს წილად ხვდომია აემოქმედებინა პირველღვთიური ენერგიები, მაშინ იგი იმ იშვიათ თვისებას შეიძენდა, კოსმიურშ წვდომის ინარს რომ ეძახიან. ასე მოგვითხრობს გადმოცემა. ეს თვისება ეთერული ტიპის სუბტილური ნივთიერების მეოხებით მომდევნო თაობებზე მემკვიდრეობით გადადის დაგონის გამოცდილებას თავის თავში ნაკვალევის სახით ინახავს. „გადადის რა ტრანსცენდენტური მემკვიდრეობის გზით, იგი (თვისება) რასის საკუთრება ხდება, რომელსაც ინიციაციის რიტუალი თანდათანობით, სათითაოდ გამოაცოცხლებს და კვლავ ქმეთიდად აქცევს.“ (ევოლა).
აქ დასაბუთებულია როგორც უძველესი არისტოკრატიის ფენომენი, ასევე სისხლის გამოყვანის არსიც. აქ ნათლად ჩანს, რომ სისხლი და გონი ურთიერთზემოქმედებას განიცდიან. გონი ჩამოყალიბებისათვის სისხლში დაეძებს ყლორტის გამომღებ პლაზმას, სისხლი კი გონს, როგორც შემოქმედებით აღმაფრენას, ისე ნატრულობს.
ახლა კი წარმოვიდგინოთ, რომ ეს აღმაფრენა კეთილშობილთა კასტამ უგულვებელჰყოს. რა მოხდებოდა მაშინ? რა და, არისტოკრატია თანდათან გადაგვარების უტყუარ ნიშნებს გამოავლენდა. ინდოეთსი ქადაგებდნენ, მსხვერპლშეწირვაში სიცრუე თუ გაერია, მაშინ მას ძალა დაეკარგებაო. ბოლოსდაბოლოს ეს იმას ნიშნავს, რომ თვით მსხვერპლის შემწირველი აღმოჩნდება საფრთხეში. ირანულ ზეპირსიტყვიერებაში ეს აზრი ხატოვნადაა გადმოცემული: როცა ლეგენდარულმა მზის ხელმწიფემ, ჯიმამ, ტყუილების თქმა დაიწყო, იმწამსვე ჩამოშორდა შარავანდედი, „ჰვარენო“, ღვთაებრივი თვითობის მისტიკური სხივი. გვახსენდება, ტახტის ერთ მემკვიდრეს ნელ-ნელა როგორ უქრება თვალებში სხივი,. მას შესისხლხორცებული არა აქვს ხელმწიფობის საკრალური მისია და გადაგვარებისაკენ თვალდათავლ ამიტომაც მიემართება. აი, ასეთი გახლავთ გონი, მაგარმ მეორე მხრივ, თუკი სისხლის საიდუმლო აღმოჩნდება პატივაყრილი? მაშინ გონიც ზუსტად ისევე იქნება განწირულუ გადაგვარებისათვის. ეს კანონი ისევე ვრცელდება ცალკეულ ადამიანებზე, როგორც რასებზე, ხალხებზე, კულტურებსა და ენებზე.
დედამიწის ძალები თანამედროვე მსოფლიო სწორედ იმიტომ იტანჯება, რომ ამ კანონს თავისასც ჯეროვნად აღარ მიუზღავს. რა არის თუნდაც ქრისტიანობის კრიზისის მიზეზი, თუ არა დედამიწის ძალების უგულებელყოფა? ქრისტეს ფენომენი არის ანტიკური მცდელობა იქცეს ღმერთის ძის ნაწილად. ეს ხდება შემოქმედებითი რწმენის, ანუ ადამიანის მთელი არსების ღვთაებრივი აღმაფრენის შედეგად, მასინ როცა ღვთის წყალობა უკუდინების სახით მისკენ მიემართება. ამ აღმაფრენის მისაღწევად აუცილებელია ადამიანი დედამიწის ძალებით იყოს ნასაზრდოები, თორემ უამისოდ რწმენა მხოლოდ ფუტურო სარწმუნოებად გადაიქცევა.აქ მართებული იქნება თავად გიორგის, გრაალის მცველის სიტყვები მოვიშველიოთ: „რწმენა სარწმუნოებაზე აღმატებული რამ არის. ნივთს თუ შევიმეცნებ, იგი ჩემთვის ჯერ კიდევ საგნად რჩება. თუ რაიმე ვიწამე, მაშინ იგი მე აღარ მიპირისპირდება . შეყვარებულისათვის სატრფო მისი საპირისპირო რამ არ არის: იგი მისთვის ის განუმეორებელი სახეა, რომელშიც იგი საკუტარ ტავს პოულობს. სამყარო უძლურია ნივთიერად აღიქვას შეყვარებულთა შორის თავისთაცად. აღმოცენებული სინამდვილე, მაგრამ იგიბ მაინც არსებობს და მოქმედებს. სხვისთვის იგი არ არსებობს, მაგრამ თვითობის შიგნიდან დანახული, იგი უნამდვილრსი სინამდვილე გახლავთ. სიყვარული რომ ქრება, შეყვარებულებს შორის სიცარიელე ისადგურებს: ახლა ისინი შემაშფოთებლად გაუცხოებულნი, საგნებივით დგანან ერთმანეთის პირისპირ. მორწმუნეც ასევე იქმნის ტავის საკუტარ სინამდვილეს“. და კიდევ: „ღმერთი რაიმეს წარმოიდგენს თუ არა, მაშინვე ჩნდება რაღაც. ქმნადობის ეს ძალაა რწმენის საიდფუმლო. აქ მხოლოდ სარწმუნოება ვერას გიშველის… თანამედროვე კაცობრიობა მხოლოდ ამ რწმენის ქმედითი ძალის ნაკლებობით იტანჯება. იგი სახარებაში აღწერილ იმ კაცს ჰგავს, ოდესღაც მაცხოვარს რომ შეღაღადა: „მრწამს უფალო, შემეწიე ურწმუნოებასა ჩემსა“. და კიდევ: “ჩვენს მაშინ ვკარგავთ რწმენას, როცა დედამიწას, მარადიულ დედას წავბილწავთ, რამეთუ ქმნის ძალას მხოლოდდამხოლოდ ის გვანიჭებს… ჩვენ საუკუნეების მანძილზე ან პატივს არ მივაგებდით ან ვებრძოდით მას. ჩვენ დაუფიქრებლად, მკრეხელურად ვბილწავთ magna mater-ს და აი, ვიგემეთ კიდეც მწარე ნაყოფი – ღმერთის ძეობისათვის ჩლუნგები და უვარგისნი აღმოვჩნდით… სიტყვა ხორცად იქცა– ეს საიდუმლო იგავადღა შემოგვრჩენია .აქ დედამიწა ხომ ლოგოსის საშოდ არის მიჩნეული! დედამიწის საშო თუ უბრალო მატერიად აღვიქვით, მაშინ მყისვე გაქრება ადამიანში ლოგოსის ძალები. გონი დაკარგავს ყლორტის გამომღებ სიმკვრივეს. იგი, ასე ვთქვათ, ფუყე და გავარვარებულ რაციოდ გადაიქცევა, რომელიც უძლურიაწარმოშვას რწმენის აქტი“.
„დედამიწაში“ აქ მოიაზრება თავის თავში ჩაკეტილი სიცოცხლის ერთეულები: რასა, ხალხი, სისხლი, მიწა. დედამიწა გონის კოსმიური ოლაზაა. ჩვენს თავში ამ პლაზმის ზრდას ხელი თუ არ შევუწყვეთ, მაშინ გონი თანდათნ რაციონალიზირდება, ხოლო რაციოს თვალით დანახული ქრისტეს ამბავი უბრალო მონაჩმახი იქნება და სხვა არაფერი. როცა ლოგოსი ლოგიკმად გადაიქცევა, მაშინ რწმენის გარდაიქცევა, მაშინ რწმენის გარდაქმნელი ძალის საქმე წასულია.
ადოლფ ჰიტლერის მსოფლმხედვის შინაგან მიმართებას ქრისტიანულთან – თავისთავად უზრმაზარ პრობლემას – ცხადია, აქ ვერც შეხვდებით და ვერც განვიხილავთ. ერთი რამ კი შეიძლება ახლავე ვთქვათ: დედამიწის ძალების გამოღვიძებას შეიძლებოდა ქრისტიანობის განახლებისათვის ოდესმე დიდი სამასახური გაეწია. ამაში ეჭვის შეტანა კი ნამდვილად შეუძლებელი გახლავთ.
ქმედების ნიჭი ასე დგას ადოლფ ჰიტლერი ქმნადობის სამყაროში – კონკრეტულ შემთხვევაში გერმანელების ხალხადგქევის პროცესში – როგორც დედამიწის ძალების გამღვიძებელი. ამ საქმეში იგი ქმედების ისტორიული ნიჭითაა გამორჩეული. ერთ მაგალითს მოვიყვან. აქა–იქ გაიგონებთ, ჰიტლერის „ჩემი ბრძოლა“ ხელისშემშლელი ფაქტორია საფრანგეთთან ურთიერთობის მოგვარების საქმეშიო. რამდენიმე წლის წინ, პირისპირ საუბარში ფრანგმა მწერალმა ბერნარ დე ჟუვენელმა ფიურერს მიმართა: „ მართალია, ფრანგები სუხარულით ვისმენთ თქვენს სამშვიდობო განცხადებებს, მაგრამ სამაგიეროდ სხვა, ნაკლებ გამამხნევებელი ამბებით შეშფოთებულნი ვართ. მაგალითად, თქვენს წიგნში „ჩემი ბრძოლა“ საფრანგეთზე ბევრი ცუდი რამ გაქვთ ნათქვამი. ეს წიგნი კი გერმანიაში ერთგვარ პოლიტიკურ ბიბლიად არის ქცეული. იგი იყიდება ისე, რომ არცერთი მომდევნო გამოცემის იმ ნაწილში, რომელიც საფრანგეთს ეხება, არავითარი შესწორება არ არის შეტანილი“.
ფიურერმა პასუხად ბრძანა: „ამ წიგნს რომ ვწერდი, მაშინ ციხეში ვიჯექი. ეს ის დრო იყო, როცა საფრანგეთის ჯარებმა რუროს ოლქი დაიკავეს. ეს გახლდათ ჩვენს ქვეყნებს შორის დიდი დაძაბულობის პერიოდი. დიახ, ჩვენ მტრები ვიყავით და მე, როგორც წესი და რიგია, ჩემი ქვეყნის მხარე მეჭირა, ისევე როგორც ორნახევარი წლის განმავლობაში ჩემი ქვეყნის დასაცავად სანგრებში ვიდქი და თქვენს წინააღმდეგ ვიბრძოდი. საკუთარი თავი შემძულდებოდა, კონფლიქტის დროს გერმანელად რომ არ მეგრძნო თავი, მაგრამ დღეს კონფლიქტის მიზეზი აღარ არსებობს. თქვენ გნებავთ ჩემი წიგნი მწერალივით ვასწორო, თავის წიგნის გადამუშავებულ ვარიანტს რომ გამოსცემს ხოლმე, მაგრამ მე მწერალი არ გახლავართ: მე პოლიტიკოსი ვარ. შესწორებები მე ჩემს საგარეო პოლიტიკაში შემაქვს, რომელიც დს ჩვენს ურთიერთობებზეა დამყარებული. თუ გერმანია – საფრანგეთის დაახლოება გამომივა, მაშინ ეს ღირსეული შესაწორება იქნება. შესწორება მე ისტორიის დიდი წიგნში შემაქვს“.
ჟამიდან ჟამზე უცხოელებისაგან ამ პასუხის შეფასება მომისმენის: მარჯვე პასუხიაო, ამბობენ და ალბათ, საფრანგეთშიც ასე შეაფასეს იგი. ვითომ მხოლოდ მარჯვე? ის ქვეყანა, სადაც სენ ლუი, ჟანა დარკი, ბლეზ პასკალი, მართალია, სხვა თანმიმდევრობით დალაგებულნი, მაგრამ მაინც როგორ მარად ნაყოფიერი ძალები, ხალხის შემოქმედებით უჯრედებს ასხივოსნებენ, ანუ ის იდუმალი საფრანგეთი, ფიირერის ერთჯერად გამონათქვამს სხვადასხვაგვარად გაიგებდა: ასე ის ადამიანი ლაპარაკობს, რომელიც ისტორიას კი არ წერს, ისტორიას ქმნის.
ცეცხლოვანი სასმელი ერთი ქართული ნაწარმოები მოგვითხრობს: მე–18 საუკუნისდ დასასრულს, მონებად გასაყიდად სამეგრელოდან ორი ბიჭუნა გაიტაცეს. საქართველოს ამ კუთხეში ეს საზიზღარი ვაჭრობა ჯერ კიდევ არ იყო აღმოფხვრილი. ისინი ერთხანს ერთად
ცხოვრობდნენ, მაგრამ შემდეგ ერთმანეთს დააშორეს და აი, 1798 წელს, ეგვიპტეში, ნაპოლეონის ლაშქრობისას ერთი მათგანი დიდი მხედართმთვრის არმიაში აღმოჩნდა, მეორე კი ლომგული მამლუქების ბანაკში. პირამიდებთან გამართულ სამკვდრო–სასიცოცხლო ბრძოლაში ერთი მათგანი ბრძოლის ველზე ეცემა. სასიკვდილოდ დაკოდილს ერტი სიტყვა აღმოხდება: „ნენა“, დედის საალერსო სახელი, ერთადერთი სიტყვა მშობლიურ ენისა, რომელიც დაწნეხილი სულის სიღმეში ჰქონდა შემორჩენილი. როგორც დაუნაწევრებელი ბგერებისაგან შემდგარი გმინვა, ისე განიბნა მისი ხმა კოსმიურ სივრცეში. განა ვინმეს შეეძლო გონმიხდილის ხმა გაეგონა? მაგარმ არის ერთი კაცი, ვინც ამ ხმას გაიგონებს: მისი ოდინდელი მეგობარი. მის გულშიც მშობლიური ენის ეს სიტყვაა შემორჩენილი. თავზარდაცემულს ესმის სულთმობრძავის ხრიალი. ტკივილი უორმაგდება, როცა მიხვდება, რომ მისი ბედის მოზიარე ხელჩართულ ბრძოლაში საკუთარი ხმლით განუგმირავს. მაშინ კი სასოწარკვეთილი ყვირილი აღმოხდება და მის ყვირილში წუთისოფელთან გამოთხოვების წყევლა–კრილვად გადაიქცევა.
ვისაც ეს ყვირილი ძარღცვსაც არ შეუტოკებს, იგი სიტყვა „სამშობლოს“, ფიურერის მიერ წარმოთქმულს, ვერასოდეს გაიგებს. ადოლფ ჰიტლერმა ამ საკვირველ სიტყვას ჭეშმარიტად დაუბრუნა თავისი პირვანდელი აზრი. სამშობლო – აი, რა არის მისი ცეცხლოვანი სასმელი. იგი მკაფიოდ გამოკვეთეს სამშობლოს ცნებას და მისი მეოხებით თვითონაც ვითარდება.ისევე როგორც მისი სახე ირეკლება ხოლმე მასთან მოსაუბრის სახეში,ასევე ხელშესახებად ცნაურდება გერმანიის მზის წნულში მისი არსი.ამბად ყვებიან: ერთი ახალგაზრდა კაცი მეგობარს საჩუქარს უძღვნის,მეგობარს კი თავის მხრივ სამაგიერო საჩუქარი აქვს მომზადებული.ორივე ერთდროულად ხსნის პაკტტს და გაოცებულნი ხედავენ:ერთმანეთისთვის ფიურერის პორტრეტები მიუძღვნიათ. კიდევ ერთი სურპრიზი ისაა,რომ სურათებზე ორივეს წაუწერია: შჟ: “ფიურერისადმი ერთგულების ნიშნად“. სხვა ამბავსაც ყვებიან:ერთ მოხუც მანდილოსანს საგანგებოდ გამოუკითხავს რა ჯიშის ვარდი ჰყვავის აპრილში. იმ ჯიშის ვარდი ტავის ბაღში დაურგავს და ყოველ წლის 20 აპრილს,ფიურერისდაბადების დღეს,მოწიწებით თავდახრილი,მლოცველივით დგას მის წინაშე. გამიგონია:ერთი ყმაწვილი გოგონებს გაუბრაზებიათ,მასაც ერთ–ერთის ცემა დაუპირებია,მაგრამ უეცრად მიმხვდარა,რომ ეს სწორედ ის გოგონაა, ერთხელ ფიურერმა რომ გადაუსვა ქერა თავზე ხელი და თვალის დახამხამებაში გახსენებია,ხელის გადასმისთანავე იმ გოგონას შარავანდედივით რომ დასდგომია ნათელი და მარჯვენა მოსდუნებია.კიდევ ერთ ამბავს გავიხსენებ. ერთი ქალი აგვიწერს ჰიტლერთან შეხვედრის ამბავს: თავიდან მხოლოდ ვუყურებდი ფიურერს, მაგრამ როგორც კი ლაოპარაკი დაიწყო და ხელები აამოძრავა, იგიგ საოცრებად გადაიქცა. ეს სიტყვები ბავშვური გენიალობის ნიმუში გახლავთ! (გეორგ შოტი: “სახალკხო წიგნი ჰიტლერზე“.) ერთი ახალგაზრდა კაცისთვის უკითხავთ, როგორ ეზიარე ნაციონალურ სოციალიზმსო. მას მოკლე პასუხი გაუცია: ფიურერის დანახვის თანავე გამიჩნდა გრძნობა, იგი ჩვეულებრივ ადამიანზე აღმატებული რომ იყოო. კიდევ ერთი პატარა ამბავი: ერთი უცხოელი ბერლინიდან იენაში მიემგზავრება, მასთან ერთად კუპეში ერთი ქალი და მისი ხუთი–ექვსი წლის გოგონა ზის. გაიბმება უბრალო საუბარი. ქალი შეამჩნევს,რომ მისი თნამგზავრი დამწუხრებულია და ეკითხება, რა შეგემთხვაო. იგიც უყვება, ახლახან, თბილისში, როგორ დახვრიტეს მისი მეგობრები, მისი სამშბლოს მზე კაცები, რომლების მისთვის ძმებზე მეტი იყვნენ. შწუხებული ქალი დუმს, მისი გოგონა კი კაცს უცნაური სახით დიდხანს, სერიოზულად უყურებს, მერე კონვერტიდან სათუთად იღებს რამდენიმე ღია ბარათს და დამწუხრებულ კაცს ათვალიერებინებს. “აი ფიურერის სახლი“, ჩურჩლებს იგი ეიყვარულით სავსე ხმით, „აი თვითონ ფიურერი“.
გულაჩუყებული კაცი გოგონას სამოთხისებურ სიახლოვეს შეისუნთქავს და შუცდომლად გრძნობს, რომ ბავშვი ამ სურათებით შეუმჩნევლად მის ნუგეშის ცემას ლამობს.არასოდეს დაავიწყდება გოგონას გულთბილი სახე, თმცა მისთის სახელიც კი არ უკითხავს. ასე ჯობიაო,ფიქრობდა შემდეგ: ჭეშმარიტი შეხვედრა, რომელშივ რაღაც ღმერთთან სიახლოვისებური ურრევია, ჩვეულებრივი „ნაცნობობოთ“ ვერ დამთავრდება. ის კაცი ვისაც ეს ამბავი შეემთხვა, ამ სტრიქონების ავტორი გახლავთ. და ასე შემდეგ, და ასე შემდეგ.
აი, ასე, უმცირეს დეტალებში მჟღავნდება ფუირერის ზემოქმედების ძალა. იგი ხალხის ენერგიებს განასხეულებს და მისი პიროვნული არსიც იმ ენერგიებით იკვებება. იგი ამას საკუთაარი სულის სიღრმეში გრძნობს. 1936 წლის 29 მარტს წარმოთქმულ წინასაარჩევნო სიტყვაში მან გულიდან ამოხეთქილი სიტყვები თქვა: სამი წლის მანძილზე მე ვაძლევდი გერმანელ ხალხს ძალას, ახლა ველოდები გერმანელმა ხალხმა თავის მხრივ მე მომცეს ძალა, მე ერს რწმენა განვუმტკიცე, ახლა ვიმედოვნებ ერი მე განმიმტკიცებს რწმენასაო. ღრმა აზროვანი. შუქმფინარე სიტყვებია. მხოლოდ მას, ვინც თავისი სულის იდუმალ სიღრმეში დაძაბულობის ფასად უზრუნველყოფს პიროვნული თვითობისა სდა მთელის ნების ფასად ნაყოფიერ ურთიერთზემოქმედებას, მხოლოდ მას ძალუძს ბედნიერების მომნიჭებელი ღვთიური ჟრუანტელით ატანილმა მიადევნოს თვალი ამ ენერგიების მიქცევ–მოქცევას.
წინასაარჩევნო სიტყვა ადოლფ ჰიტლერმა 28 მარტს, კიოლნში წარმოთქვა.“ისეთი შეგრძნება დაგეუფლებოდათ,–ამბობს მისი თანამებრძოლი დოქტორი გებელსი,– თითქოს გერმანია ყველა ფენის, პროფესიისა და კონფესიის მომცველ დიდ ღვთის სახლად გადაქცეულიყოს, სადაც მათი მფარველი ყოვლადძლიერის მაღალი საკურთხევლის წინაშე ნებისა და საქმის დამადასტურებელი სიგელის მოსაპოვებლად ოღვწოდა და თან უზენაესს წყალობასა და მფარველობას ევედრებოდა იმ მომავლისათვის, რომელიც ჯერ კიდევ გაურკვევლად და ბუნდოვნად იდო ჩვენს თვალთა წინაშე“. როცა მიმართვა გერმანელი ხალხისადმი დასრულდა ფიურერი კიოლინიდან გაემგზავრა. დოქტორი გებელსი განაგრძობს: „ ვაგზლებზე, სადაც კი რამდენიმე წუთით შევჩერდით, ხალხის ტევა არ იყო. ისინი ეტყობა, გულის კარნახს აჰყვნენ და ერთხელ კიდევ განადიდებდნე იმ ადამიანს, ვისმა ხმამაც ისინი აქ მოიყვან. ის კი მდუმარედ იჯდა თავის კუპეში, ფანჯარათან, თავის ქვეყანაში, თავის ხალხში გამავალ გზას მიუყვებოდა და იმ წუთებში ალბათ არ ტოვებდა ბედნიერების განცდა, თავის იერის გულში ღრმად და მყუდროდ რომ იყო ჩაუდებული“. ზუსტი ნათვამია!
ზოგჯერ ერთი ჭის წყალს მთლიანად გამოფიტულ მიწაზე მიუშვებენ ხოლმე, ხოლო მერე ამომშრალი ჭა ერთხანს ჩაფლულია ნეტარ მყუდროებაში, მაგარმ მისი სიღრმიდან მაინც ჟინიანად მოიკვლევს გზას წყლის ნაკადი – საქართველოში ამას წყაროსთვალს ეძახიან – და ჭის წიაღი ნელ–ნელა უხმაუროდ ივსება. ეტყობა, მაშინ სიმშვიდეში ჩაძირული მდუმარე ჰიტლერი გრძნობდა მასში იმ ჭასავით როგორ მოედინებოდა ხალხის ძალები.
შორიახლოს ადოლფ ჰიტლერმა შექმნა დიდი გერმანია; იგია მისი სუვერენული დამაარსებელი. მართალია, მისი მოღვაწეობა ჯერაც არ გასრულებულა, მაგრამ ისტორიამ მისი სახელი უკვე ამოტვიფრა მითიურ რუნებში. ამის გახსენებაზე გონებაში ამოტივტივდა ერთი ჩრდილოური მითი:
გამიგონია ხარობს სადღაც ერთი იფანი
იგდრაზილია სახელი მისი
ტანაშოლტილ ხეს მუდამ ადგას ნათელი ნისლი.
იქიდან მოდის თურმე ცვარ–ნამი,
დაბლა ხეობებს რომ ეფინება.
თვითონ იფანი მარად მწვანეა,
ურდის ჭის ახლოს ამონაზარდი
კვლავაც საკვირვლად ჰყვავის მსოფლიო ხე. 
მის ახლომახლო ჭები არ დაშრეტილა. 
ორი ფრინველი, ორი გედი ბუდობს იმ ურდის ჭაში. მათი მედიდური, მელანქოლიური ცურვა უსაშველოდ ნაზი ფშვინვით ავსებს კოსმიურ სიჩუმეს. იფნის კენწეროში ირმები სახლობენ. მათი კრიალა თვალებიდან გაცხადებული ყოფიერების პირველმზერა გამოკრთის. დაკუნტრუშებენ ეს ღვთისშვილები და შენს სმენას ფოთლების შარიშური აჯადოებს.
„იქიდან მოდის თურმე ცვარ–ნამი,
დაბლა ხეობებს რომ ეფინება“.
იმ იფნის შთამომავლები არიან; თეოდრიხ დიდი, დითრიხ ბერნელად წოდებული, ოტო I ,გერმანელი ერის წმინდა იმპერიის შემქმნელი, ფრიდრიხ II ფონ ჰოჰენშტაუფენი. ეს ხე ადოლფ ჰიტლერის საგვარტომოც გახლავთ. მისი მაცოცხლებელი ძალა იმ ჭიდან მოედინება, მსოფლიო იფანს რომ ასაზრდოებს.