ცხენთა ფლოქვებით, სატევრის წვერით,
მე ისტორიას ამგვარად ვწერდი:
იბერნი... ცხენთა თქარუნი...
ხმალო, გამიძვეღ წინაო...
მხარ-მკლავი დამსველებია,
ცამ არა, – სისხლმა წვიმაო...
თქვენ ნუ იტირებთ, ყვავილნო, –
არ მოვკვდი, დამეძინაო...
მამცვრიეთ ნამის გუგუმი
დილათენების პირსაო, –
ხმალი იელვებს, – სანამდე
შუქი ამოვა მზისაო...
ცხენო, ნუ დამივარდები,
ტარო, გამიძელ ხმლისაო...
მე ჩემს თავს ასე ვიცავდი,
სხვა დამიცავდა ვინაო...
კვლავდაკვლავ ცხენთა თქარუნი...
ხმალო, გამიძვეღ წინაო...