Litclub.ge

საღამოს ჩაი
ჩვილი
კარაქი,
ყველი,
ქაფქაფა
რძე და ხილი...
ძილისგუდასთვის
ყვითელ
ფურცელზე
პწკარი
წყვილი:
`ცომი
არ იცდის,
შვილო,
ამჯერ
უჩემოდ
ჭამე!~
რა იქნებოდა,
ღმერთო,
დამვიწყებოდა
რამე,
რა მოხდებოდა,
გულო,
განრიდებოდი
ნაღველს,
ნაინანატრი
ქვეყნის
კარს მერამდენედ
აღებ
და არც გადარდებს
ღამე
როდის
აუშვებს
ქარებს...
თაფლის
წვეთივით
დნება
ფინჯანში
სავსე
მთვარე...