Litclub.ge

პირმშო
მე შენ გასწავლი მზის ყველა სახელს.
მე შენ გაგიშვებ მზის იალაღზე,
განა ზღაპარში, –
ჩვეულებრივი ქალაქის გარეთ,
ადამიანურ, წმინდა ბალახზე...
შენ გაიხარებ, –
ჩემი სულის და სიცოცხლის ერთა...
მოგეწონება მიწა და წყალი,
შეგიყვარდება ზეცა და მთვარე
და მეტყვი: – `მთვარე რა ლამაზია,
დედიკო, მთვარე ვინ გააკეთა...~
შევკრთები, თრთოლვით დავაკვირდები
მე შენი სულის პირველ გახელას...
ღმერთო, ძლიერო, მადლობელი ვარ...
შემინდე, ღმერთო, ბედნიერება ჩემი, ამხელა.