Litclub.ge

დილა პარიზში
ალიონზე ხიდან შაშვმა
დაუსტვინა, როგორც ყველგან.
მე კი გულზე გადამევლო
მონატრების მძლავრი დელგმა.
მხოლოდ შენ ერთს შეგიძლია,
თვალში ცრემლი ამოაშრო.
რა ვქნა, სულ სხვაგვარად გალობ,
საქართველოს შავო შაშვო!