Litclub.ge

ქალბატონი შორი სადგურები
ვერ გავცდი ამ სადგურს, ამ რაიონს...
ეჰ, მატარებელმა ,,გაგვასწრო ფეხით“ .
მე უნდა სიგიჟემ უთუოდ ამრიოს,
დღეს კატასტროფის იშლება ტეხით.
ჯიბე ატარებს ნაპოლეონს და ჟოზეფინას,
მულერის მერე შენი სახელი ჩანს ტრიანონად.
ეს ცივი სივრცე დავიწყებად თუნდაც გეფინოს-
ჭლექის ქალბატონს მაინც სიცხით გეტრფი, ანონა.
წარსულ სხელებს დღიურიდან ვითვლი ექვსამდე
და მეშინია ვიყო ახლა თქვენი რაინდი.
მაგ სილამაზეს უცაბედად თუ გავლექსავდი,
ასე მგონია, რომ გატყუებ და გავკაინდი.
სულში ჩამდგარი, ლითონებზე რეკავს ამური...
ჩვენი ქვეყნისთვის კარგი რამე ვიფიქროთ დროზე.
არ იქნებოდა ასე ჩუმი, აკალდამური,
რომ ყოფილიყო ქუთაისი რიონის შტოზე.
ამ დღეს, დაკარგულს, გამართლება რომ ჰქონდეს კიდევ,
ლექსის თარიღად დაიწეროს მაინც რიონი.