Litclub.ge

რომანტიკოსთა მოძღვარი
ჩემსკენ მორბოდა თერგი,
დარიალს ყავდა 
თრუსო,
რომანტიკოსებს ყველას
მოძღვრავდა ჟან-ჟაკ
რუსო...
დიდი ყაზბეგი წუხდა,
იას უმზერდა
ბღუჯას,
საღამოობით წერდა
`ელისოს~ და
`ელგუჯას~...
ახსენდებოდა ყინვა,
გერგეტი,
მყინვარწვერი,
ქარბუქიანი ღამე
და სიყვარული
მწველი...
ჩემი რომ იყო თერგი,
დარიალისა
თრუსო,
რომანტიკოსთა მოძღვარი
ღამე და ჟან-ჟაკ 
რუსო.