ოთარს
მარად ქალწულო,
ღვთისმშობელო,
მზევ სულთა ჩვენთა,
როგორც წყურვილით გათანგული ყარიბი მგზავრი,
მოვდექი თხოვნით, მოწყალების შენგან მსურველი,
რათა ლოცვაში გაგიმხილო
საქვეყნო ჯავრი:
წრფელი ხარ შენ და
უცილოა განზრახვა შენი.
ერთხელ მოხედვაც სასოების საწინდარია!
როდის იქნება მოიბრუნონ სული მაშვრალთა,
მოიღე დედის მზრუნველობა,
`მზეო მარიამ!~
მოიღე შვება,
სამართალი მოიღე შენი.
ეს უზნეობა მეტისმეტი და საკმარია!
მოჰმადლე ნიჭი თანაეძმოს ქართველს ქართველი,
მშობელი ქვეყნის სიყვარულში,
`მზეო მარიამ!~
ამგვარ სიცოცხლეს
სულის გვემა და
ჯვარცმა ჰქვია,
ჯვარცმულისათვის ხორცი რაღა მოსახმარია,
ბრალია, დედავ, ესე სამწყსო, - წილხვედრი შენი,
ღვთის მეოხებას ნუ მოაკლებ,
`მზეო მარიამ!”
დიდება შენდა
სახიერო,
რჩეულო ზეცით,
ხატება შენი მშვიდია და ისევ წყნარია.
რას იტყვის ნეტავ თვალთა შენთა დიდსულოვნება,
ჩვენს მოთმინებას თუ არა Hჰგავს,
`მზეო მარიამ!”
მარად ქალწულო,
მოწყალეო
ბედით დევნილთა,
ლოცვა – ვედრებით თავი ჩემი მომიგვარია,
იქნებ ერთხელაც ვიზეიმოთ სულის მშვიდობა,
ოდა გიმღეროთ,
ამინ,
ამინ,
`მზეო მარიამ! ”