`ყელწაგდებულნი,
კისერგაწვდილნი~...
შ.ნიშნიანიძე
მიქრიან ხანგრძლივ ფრენას ნაჩვევნი,
უღერენ მანძილს ნისკარტს ალესილს.
და სამშობლოდან შორეთს დარჩენილ
ხალხს ეძახიან თავის მხარეში.
მათ ლურჯ გზებს ნისლი ბევრჯერ ებურა,
ნისლს ეპყრა მთები და გორგურები,
მაგრამ
შინ მაინც დაბრუნებულან – გრძელი,
მფრინავი ცის ჩონგურები.
გადაივლიან, როგორც ღრუბლები,
დამძიმებულნი ციურ ზღაპრებით,
შინმოუსვლელებს, დაეუფლება
სურვილი ქროლვის
და გადაფრენის...