Litclub.ge

*** "გაგრა"
გაგრა. მერი შერვაშიძე.
წარმოსახვამ აზიდა
მისი ხატი: ერთადერთი! –
ყველა სილამაზიდან
გამომიჯნა. რხევა ტანის,
ფონად კი – კიპარისი –
ზემიწიერ სისადავით –
აღტაცება პარიზის.