Litclub.ge

და მეჩვენება
შენზე ოცნებას ავედევნები,
ვით ჭრელ პეპელას თვალები ბავშვის...
მომელანდები მზე-მოჩვენება,
მოვა საღამო და უმალ წაგშლის.
ვისთვის შრიალებს ასე შენიღბვით
შენი ცისფერი სულის აფრები...
მხოლოდ შენს გამო,
მხოლოდ შენით ღირს
ვმონებდე ტკივილს, სულში ჩაფრენილს.
ნეტავ შენი მზე რამ წამიკიდა,
ვინ დაადევნა ქარებს ძახილი?..
ვინ მიაწვდინა თვალი ცის კიდეს,
მზე ვინ იხილა მიწას დახლილი?!
ო, მბრძანებელო, გული ინებე, _
სიყვარულისთვის ხომ არ მიწყრები?..
არ ჩაწყნარდება ჩემში ის ვნება,
ცეცხლში რომ მახვევს თავდავიწყების.
გეალერსება ფიქრი-ფარეზი,
მიზიდავს შენი ბაგე-ჭინჭილა
და მეჩვენება: ვდგავარ მთვარეზე
და დედამიწა ხელში მიჭირავს.