Litclub.ge

ცხოვრება იდიოტისა
ეპოქა
ეს მოხდა წიგნის მაღაზიის მეორე სართულზე. იგი, ოცი წლის ჭაბუკი, თაროებთან მიდგმულ კიბეზე იდგა და ახალ წიგნებს ათვალიერებდა: მოპასანი, ბოდლერი, სტრინდბერგი, იბსენი, შოუ, ტოლსტოი...
ამასობაში ბინდბუნდი ჩამოწვა. ჭაბუკი მაინც დაჟინებით განაგრძობდა ყდებზე წარწერების კითხვას. მის წინ მთელი «საუკუნის დასასრული» იყო: ნიცშე, ვერლენი, ძმები გონკურები, დოსტოევსკი, ჰაუტმანი, ფლობერი...
ძლივსღა არჩევდა გვარებს. წიგნები ნელიად გაუჩინარდა ბნელში. ჭაბუკი ბოლოს გაბეზრდა და ის იყო ძირს ჩამოსვლა დააპირა, რომ ზუსტად ის ზემოთ უთალფაქო ელექტრონათურა აინთო. კიბიდან გადმოხედა მაღაზიის მოსამსახურეებს და მუშტრებს, რომლებიც თაროებშუა დაბორალობდნენ. ყველა უცნაურად პატარა და უსუსური ჩანდა.
_ ადამიანის მთელი ცხოვრება ბოდლერის ერთ სტრიქონადაც არ ღირს… _ იგი ერთხანს კიბიდან დაჰყურებდა მათ _ უმწეო, საცოდავ ქმნილებებს.
დედა
შეშლილებს ერთნაირი, თაგვისფერი ხალათები ეცვათ. ამის გამო დიდი ოთახი კიდევ უფრო პირქუში ჩანდა. ერთი შეშლილი მონდომებით უკრავდა ჰიმნებს ფისჰარმონიაზე, მეორე ოტახის შუაგულში ცეკვავდა, უფრო სწორად, ხტოდა.
იგი იდგა ღაჟღაჟა ექიმის გვერდით და ამ სურათს უმზერდა. ათი წლის წინათ დედამისი არაფრით გამოირჩეოდა მათგან. არავფრით... მართლაც შეშლილთა სუნში იგი ნაცნობ, დედისეულ სუნს გრძნობდა.
_ ეჰ, რა გაეწყობა, წავიდეთ!
ექიმმა, დერეფნის გავლით, ერთ-ერთ ოთახში შეიყვანა. კუთხეში, შუშის დიდ ქილებშუ დასპიეტული ტვინები ეწყო, ერთ ტვინზე მან მკრთალი, მოთეთღო ლორწო შეამჩნია _ თითქოს ცოტაოდენი კვერცხის ცილა დაუსხურებიათო და ექიმთან საუბრისას კვლავ გაახსენდა დედა.
ამ ტვინის პატრონი ერთი ელექტროკომპანიის ინჟინერი იყო. თავი შავ, მბრწყინავ დინამო-მანქანად ჰყავდა წარმოდგენილი.
ექიმის მზერა რომ აეცილებინა, მან ფანჯარაში გაიხედა. ეზოში არაფერი ჩანდა, გარდა აგურის გალავანისა, რომლის თავშიც დამტვრეული ბოთლის ნატეხები ჩაეყოლებინათ. ნატეხები მღვრიე, მქისე ათინათსა ჰფენდა მეჩხერ ხავსს.
ოჯახი
იგი ქალაქგარეთ ცხოვრობდა, მეზონინიან სახლში. ფხვიერი ნიადაგისა გამო მეზონინი რაღაც უცნაურად იყო გადაბრეცილი.
ამ სახლში ხშირად ეჩხუბებოდა დეიდა. ზოგჯერ მათი შერიგება დედობილ-მამობილს უწევდა. დეიდა მაინც ყველაზე მეტად უყვარდა. როცა მას თორმეტი წელი შეისრულდა, შინაბერა დეიდა უკვე სამოცი წლის მოხუცი იყო.
ქალაქგარეთ, მეზონინში მრავალჯერ დაფიქრებულა: ადამიანები, რომელთაც ერთმანეთი უყვართ, ნუთუ ყოველთვის ტანჯავენ ერთმანეთსო? და ამ ფიქრების დროსაც უსიამოდ უგრძვნია, როგორ იყო მეზონინი გადაბრეცილი.
ტოკიო
მდინარე სუმიდაგავაზე პირქუში ნისლი ჩამოწვა. იგი გაჰყურებდა კუნძულ მუკოძიმას ალუბლებს პატარა, სწრაფად მავალი გემის სარკმლიდან. ეს ალუბლები მაშინ დაერგოთ, როცა ტოკიოს ჯერ კიდეც ედო ერქვა.
თეთრად გადაპენტილი ალუბლები მის თვალში გასაშრობად გამოკიდებულ ძონძებსა ჰგავდა, მაგრამ ამ ალუბლებმა, მუკოძიმას ძველტაძველმა ალუბლებმა, ბოლო დროს მას შეაცნობინა ტავი თვისი.
«მე»
ერთ უფროს ამხანაგთან ერთად კაფეში ჯდომისას იგი განუწყვეტლად აბოლებდა პაპიროსს, ყურადღებით უსმენდა მოსაუბრეს: თვითონ კი ცოტას ლაპარაკობდა.
_ დღეს დიდხანს ვიარე მანქანით.
_ საქმეზე?
მაგიდაზე იდაყვდაყრდნობილმა ამხანაგმა დაუდევრად უპასუხა:
_ არა, სეირნობა მინდოდა.
ამ სიტყვებმა გაათავისუფლა იგი _ გზა გაუხსნა შეუცნობი სამყაროსაკენ, საკუთარი «მესაკენ», რომელიც ახლოს იყო ღმერთთან. ამან რაღაც ტკივილი აგრძნობინა, ამავე დროს, სიხარულიც.
კაფე ძალზე პატარა იყო. სურათის ქვემოდან, რომელზედაც მითიური პანი ეხატა, წითელ ქოთანში ჩარგული კაუჩუკის ხის სქელი, ხორციანი ფოთლები ეშვებოდა.
ავადობა
ზღვაურის განუწყვეტლივ ქროლვაში მან ინგლისური ლექსიკონი გადაფურცლა და თითი გააყოლა სიტყვებს:
«თალარია _ ფეხსაცმელი, სანდლები.
თალე _ მოთხრობა.
თალიპოტ _ პალმა, იზრდება აღმოსავლეთ ინდოეთში. სიმაღლით 50-დან 100 ფუტს აღწევს. ფოთლებს ხმარობენ ქოლგების, მარაოების და შლაპების გასაკეთებლად. ყვავილობს 70 წელიწადში ერთხელ...»
მის წარმოდგენაში მკაფიოდ აისახა ამ პალმის ყვავილი. იმავე წამს ყელში მანამდე განუცდელი ქავილი იგრძნო და უნებლიეთ ლექსიკონზდ გადმონერწყვა.
გადმონერწყვა?.. მაგრამ არა, ეს ნერწყვი არ იყო.
იგი ცააფიქრა უხანობამ წუთისოფლისამ და გონებაში ისევ ჩაეხატა პალმის ყვავილი, ამაყად რომ ირხეოდა შორს, ზღვის გადაღმა...
სურათი
იგი უცებ... ეს მართლა უცებ მოხდა. წიგნის მაღაზიის ვიტრინაში ვან-გოგის სურათების თვალიერებისას იგი უცებ მიხვდა, თუ რას ნიშნავდა მხატვრობა. რა თქმა უნდა, ეს რეპროდუქციები იყო, მაგრამ რეპროდუქციებშივ იგრძნობოდა ბუნების სიციცნცხალე.
სურათებით გატაცებამ იგი აიძულა, ყოველივესთვის ახლებურად შეეხედა. ბოლო დროს მუდმივ, დაჟინებულ მზერას მიაპყრობდა ხოლმე ხის ტოტების ხვეულებსა და სიმრგვალეს ქალთა ღაწვებისას.
ერთხელ, ქალაქგარეთ, შემოდგომის წვიმიან ბინდბუნდში რკინიგზის ვიადუკზე მიაბიჯებდა. ვიადუკის გადაღმა, მიწაყრილთან, ფორანი გაჩერდა. ფორანთა ჩავლისას იგრძნო, რომ ამ გზით მასზე ადრე ვიღაცას გაევლო უკვე. მაგრამ ვის?
ეს არც უნდა ეკითხა საკუთარი თავისთვის.
ოცდასამი წლის ჭაბუკმა შინაგანი ხედვით აღიქვა, თუ ნაღვლიანი პეიზაჟი გამსჭვალავი მზერით როგორ შეათვალიერა ყურწაჭრილმა ჰოლანდიელმა, რომელსაც კბილებში გრძელი ჩიბუხი ჰქონდა გაჩრილი...
ნაპერწკალი
იგი მიაბიჯებდა ასფალტზე, წვიმაში. ძლიერი წვიმა იყო. ირგვლივ ყოველივე წყალს გაეჟღინთა და იგი გრძნობდა რეზინის მაკენტოშის სუნს.
და აი, მის ზემოთ, მავთUლებში მოლურჯო ნაპერწკალმა იელვა. იგი უცნაურად აღელდა. პიჯაკის ჯიბეში ხელნაწერი ედო, რომელიც მეგობრების ჟურნალში უნდა მიეტანა დასაბეჭდად. წვიმაში ოხეტიალემ ერთხელ კიდევ ახედა მავთUლებს...
მავთUლები ისევ აკვესებდა კაშკაშა ნაპერწკლებს. მთელს ადამიანურ ყოფაში არაფერი ეგულებოდა უფრო სანატრელი. ოღონდ ამ მოლურჯო ნაპერწკალს, მაღლა, ჰაერში შემზარავად მოელვარე ნაპერწკალს დაუფლებოდა და მერე თუნდაც მომკვდარიყო.
ცხედარი
გვამებს ცერზე ფირფიტები ეკიდათ მავთულით. ფირფიტაზე გვარი და წლოვანება ეწერა. მეგობარი, რომელიც მარჯვედ ხმარობდა სკალპერს, წახრილიო და მიცვალებლს სახის კანს ათლიდა. კანის ქვეშ ჩანდა ლამაზი, ყვითელი ქონი.
იგი უყურებდა გვამს. ეს სჭირდებოდა ერთი ნოველისათვის, რომელშიც მოქმედება უძველეს დროს ხდებოდა. მძორის სიმყრალე, დამპალი ჭერმის სიმყრალეს რომ წააგავდა, უსიამოვნო იყო, შუბლშეჭმუხნილი მეგობარი ნელა ამოძრავებდა სკალპერს.
_ ბოლო ხანს გვამები აღარა გვყოფნის, _ თქვა მეგობარმა.
ამის პასუხად მან უნებლიეთ გაიფიქრა: «გვამები რომ შემოკლებოდა, ყოველგვარი ბოროტი განზრახვის გარეშე ჩავიდენდი მკვლელობას»... მხოლოდ გაიფიქრა, ხმამაღლა არ უთქვამს.
მოძღვარი
იგი მოძღვრის თხზულებას კითხულობდა დიდი მუხის ქვეშ. შEმოდგომის დღის ციალში მუხას ფოთოლიც კი არ ერხეოდა.
სადღაც, შორს ზეცაში სრული წონასწორობით სუფევდა მინის პინებიანი სასწორი. აი, ასეთი სურათი მოელანდა მოძღვარს თხზულების კითხვისას.
რიჟრაჟი
ნელიად თენდებოდა. მან თვალი მოავლო დიდ ბაზარს ქუჩის ბოლოში. ბაზარში თავმოყრილი ხალხი და ურმები ვარდისფრად შეფერილიყვნენ.
გააბოლა და ნელა გაემართა ბაზრის შუაგულისაკენ. უცებ პატარა შავმა ძაღლმა შეუყეფა. არ შემკრთალა. ეს პატარა ფინიც კი უყვარდა.
ბაზრის შუაგულში ფართოდ გაებარჯღა ჭადარს ვარჯები. მან ტოტებშუა ახედა ცის მაღალ თავანს. ცაზე, ზუსტად მის ზემოთ, ვარსკვლავბი კიაფობდა.
ეს მაშინ მოხდა, როცა იგი ოცდახუი წლისა იყო _ მოზღვართან შეხვედრის მესამე თვეზე.
სამხედრო ნავსადგური
წყალქვეშა ბავში სანახევროდ ბნელოდა. იგი, უზარმაზარ მექანიზმებს შორის მიკუნჭული, პერისკოპის პატარა ოკულარში იჭვრიტებოდა. ოკულარში ჩანდა შუქით ალივლივებული პორტი.
_ აქედან, ალბათ, მოჩანს «კონგო». არა? _ ჰკითხა მას ფლოტის ოფიცერმა.
ოთხკუთხა ლინზიდან პაწია სამხედრო გემების ვქერისას მას რატომღაც ნიახური გაახსნდა. სურნელოვანი ნიახური, ოცდაათ სენიანი ბიფშტექსის ულუფას რომ მოჰყვებოდა ხოლმე.
მოძღვრის გარდაცვალება
იგი ბოლთას სცემდა ერთი ახალი სადგურის ბაქანზე. წვიმის შემდეგ ქარმა დაუბერა. ჯერ კარგად აე გათენებულიყო. ბაქნის გადაღმა რკინიგზის მუშები ერთდროულად აქნევდნენ წერაქვებს და ხმამაღლა მღეროდნენ.
ნაწვიმარზე ამოვარდნილმა ჭალიკონმა თან წარიტანა მუშების სიმღერაცა და მისი განწყობაც. არ უკიდებდა პაპიროსს და სიხარულის მომიჯნავე ტანჯვას განიცდიდა. პალტოს ჯიბეში დეპეშა ედო: «მოძღვარი სიკვდილის პირზეა»...
მწვერვალ მაცუიამას მხრიდან კლაკნითა და კვამლის წვრილი ბოლქვების ფრქვევით ახლოვდებოდა ტოკიოსკენ მიმავალი დილის ექსპრესი.
ქორწინება
ქორწინების მეორე დღეს მან ცოლს უსაყვედურა: «არ უნდა დაგეხარჯა ფული უყაირათოდ». ეს სიტყვები დეიდას დაძალებით იყო ნათქვამი. ცოლმა მოუბოდიშა არა მარტო მას _ ეს ტავისთავად – არამედ დეიდასაც.
... მოიბოდიშა ქმრისთვისვე ნაყიდი ნარგიზებიანი ლარნაკის გვერდით.
ისინი
ისინი უშფოთველად ცხოვრბოდნენ დიდი, გაფოთლილი ბანანის ჩრდილში... სახლი ზღვის სანაპირო პატარა ქალაქში ედგათ _ ტოკიოდან ერთი საათის სავალზე.
ბალიში
იგი კითხულობდა ანატოლ ფრანსს და სასთუმლად ედო სკეპტიციზმის კეთIლსურნელოვანი ვარდები. სულ ვერ შეამჩნია, რომ სასთუმალს კენტავრი შემოსჩვეოდა.
პეპელა
წყალმცენარეების სუნით გაღღენთილ ჰაერში ლაღად დაფარფატებდა პაპალე; მან სულ ერთი წამით განიცადა პეპლის ფრთების შეხება გამომშრალ ტუჩებზე, მაგრამ შემორჩენილი ნაზი მტვერი ფრთებისა, მრავალი წლის შემდეგაც განუზომელ სიხარულს ანიჭEბდა.
მთვარე
მოულოდნელად შეეჩეხა სასტუროს კიბეზე ქალს, დღისითაც კი, სახე მთვარით განათებულს უგავდა. მან თვალი გააყოლა მიმავალს (ადრე არასოდეს ენახათ ერეთმანეთI) და მანამდე განუცდელი კაეშანი შეოაწვა...
ხელოვნური ფრთები
ანატოლ ფრანსიდან მან XVIII საუკუნის ფილოსოფოსებისაკენ გადაინაცვლა, მაგრამ რუსოთი არ დაუწყია. ეს იქნებ იმიტომ, რომ იგი თავისი არსების ერთი ნაწილით _ ადვილად აგზნებადი ნაწილით _ სწორედ რუსოს ენათესავებოდა. ამიტომ «კანდიდის» ავტორს მიმართა, რომელთანაც ახლობლობას გრძნობდა მეორე მხრიდან _ ცივი გონების მხრიდან.
მისთვის, ოცდაცხრა წლის კაცისათვის, წუთისოფელი სულაც აღარ ჩანდა მშვენიერი. მაგრამ ვოლტერმა ხელოვნური ფრთებით შეაიარაღა.
მან გაისწორა ეს ხელოვნური ფრთები და მსუბუქად, იოლად გაფრინდა ცისკენ. მაშინ გონების სინათლით გაცისკროვნებული სიხარული და ურვა ადამიანური ცხოვრებისა მისი თვალსაწიერის მიღმა დარჩა.
სავსებით თავისუფალ, მკაშკაშებულ სივრცეში პირდაპირ მზისკენ მიფრინავდა და დაბლა დარჩენილ საცოდავ ქუჩებზე ირონიასა და დაცინვას აფრქვევდა. თითქოს გადაავიწყდა ძველი ბერძენი, რომეიც ზღვაში ჩავარდა და დაიღუპა, რადგან მზის მხურვალებამ გაულღო სწორედ ასეთივე ხელოვნური ფრთები...
ბორკილები
იგი ცოლთან ერთად იმავე სახლში დასახლდა, რომელშიც დედობილ-მამობილი ცხოვრობდა. ეს იმიტომ რომ გადაწყვიტა, სამსახური დაეწყო ერთი გაზეთის რედაქციაში. იმედიცა ჰქონდა ყვითელ ქაღალდზე დაწერილი ხელშეკრულებისა, მაგრამ ბოლოს გამოირკვა, რომ ეს ხელშეკრულება გამომცემლებს ყოველგვარი ვალდებილებისაგან ათავისუფლებდა დავალდებულებათა მთელ სიმძიმეს მხოლოდ მას აკისრებდა.
შეშლილის ქალიშვილი
მოღრუბლულ დღეს, უკაცრიელ შარაგზაზე ორი რიქშა მირბოდა. გზა ზღვას უახლოვდებოდა, ეს იქიდანაც ჩანდა, რომ შემხვედრი ზღვაური ქროდა. იგი უკანა ეტლში იჯდა. წინასწარ იცოდა, ამ სეირნობას გულის გასახარელი არაფერი მოჰყვებოდა და ფიქრობდა, აქ რამ წამომიყვანაო. ცხადია, სიყვარულმა არა... პასუხისათვის რომ თავი აერიდებინა, დაასკვნა: «ასეა თუ ისე, ჩვენ მაინც ჯუფთები ვართ».
წინა ეტლში შეშლილის ქალიშვილი იჯდა. ამ ქალის უმცროსმა დამ ეჭვიანობის ნიადაგზე თავი მოიკლა.
_ ახლა ვეღარაფერს გააწყობ კაცი...
მას უკვე აღიზიანებდა შეშლილის ქალიშვილი, რომლის სულში მხოლოდ ცხოველური ინსტინქტები ბუდობდა.
რიქშები ამ დროს სასაფლაოს გასწვრივ გარბოდნენ. ლოკოკინების ნიჟარებით დაფარული ღობის იქით შავად ჩანდა სასაფლაოს ძეგლები. იგი უყურებდა ზღვას, რომელიც მქისედ ციმციმებდა ძეგლების უკან და საშინელ ზიზღს გრძნობდა ქალის მეუღლისადმი, _ მეუღლისადმი, რომელმაც ვერ შეძლო ქალის დაურვება.
ვინმე მხატვარი
ეს ჟურნალის ილუსტრაცია იყო. მაგრამ ტუშით შესრულებული მამლის სურათს საოცარი ინდივიდუალობა ემჩნეოდა. მან ერთ ამხანაგს მხატვრის ასავალ-დასავალი და ვინაობა გამოჰკითხა.
გამოხდა კვირა და მხატვარმა თვითონ მოძებნა იგი. ეს განსაკუთრებული მოვლენა იყო მის ცხოვრებაში. მხატვარში მან სხვათათვის შეუმჩნეველი პოეზია აღმოაჩინა. უფრო მეტი: მან თავის თავშიც აღმოაჩინა სული, რომლის არსებობა მანამდე არ იცოდა.
ერთხელ, შემოდგომის სუსხიან ბინდბუნდში, მან სიმინდის ღეროს შეხედა და უცებ, მხატვარი გაახსენდა. სიმინდის ღეროს შეხედა და უცებ, მხატვარი გაახსენდა. სიმინდის მაგარი, წაწვეტებულფოთლებიანი ღერო მაღლა-მაღლა მიიწევდა, ხოლო აჩიჩქნილ მიწაში იკლაკნებოდა ადამიანის ნერვების მსგავსი წვრილი ფესვები. ცხადია, ეს მისი პორტრეტი იყო, მისი, ვისთვისაც სულ ადვილად შეიძლებოდა ტკივილის მიყენება. ამ აღმოჩენამ გუნება მოუშხამა.
_ გვიანღაა. თუმცა ბოლო წუთებში...
ქალი
ბინდდებოდა. იგი აღელვებული მიაბიჯებდა მოედანზე. დიდი სახლები განათებული ფანჯრებით ბრწყინავდა ოდნავ შევერცხლილი ცის ფინზე.
ტროტუარის კიდესთან შედგა და დაელოდა. ხუთ წუთში ქალიც გამოჩნდა. თითქოს დაქანცულს ჰგავდა. მართლაც, ქალმა შეხედა თუ არა, დავიღალეო! _ თქვა და გაიღიმა. მხარდამხარ გაჰყვნენ ჩაბნელებულ მოედანს. ასე იყო პირველი შეხვედრის დროსაც. ოღონდ ამ ქალის სიახლოვეს ყოფილიყო და დაუფიქრებლად მიატოვებდა ყოველივეს.
როცა მანქანაში ჩასხდნენ, ქალმა ჩაციებით შეხედა და ჰკითხა: «ხომ არ ნანობთ?»
მან გულწრფელად უპასუხა: «არა». ქალმა ხელი მოუჭირა და თქვა: «არც მე ვნანობ, მაგრამ...»
ქალის სახე მაშინაც მთვარით განათებულს ჰგავდა.
მშობიარობა
ფუსუმასთან იდგა და უცქერდა, როგორ ჰბანდა თეთრხალათიანი ბებიაქალი ახალშობილს. როგორც კი საპონი ჩაუვიდოდა თვალში, ჩვილი საცოდავად იჭმუხნიდა სახეს და ხმამაღლა ჭყვირიდა. იგი იყნოსავდა ჩვილის სუნს, თაგვისას რომ ჰგავდა და უნებლიეთ მწარე ფიქრები ეძალებოდა:
«რისთვის დაიბადა ამ ტანჯვა-ურვით სავსე ქვეყანაზე? ბედმა რად არგუნა მამად ჩემისთანა კაცი?».
და ეს იყო პირველი ბიჭი, მისმა ცოლმა რომ შვა.
სტრინდბერგი
იგი კარიდან უმზერდა, მთვარის შუქზე, აყვავებულ ბროწეულებს შორის, ვიღაც ტურტლიანი ჩინელები როგორ თამაშOბდნენ «მაჯანს». მერე ოთახში შებრუნდა და ლამპასთან «შლეგის აღსარების» კითხვა დაიწყო. მაგრამ ორი გვერდიც არ წაეკითხა, ტუჩებზე მწარე ღიმილი აეგრიხა. სტრინდბერგიც კი გრაფის ქალს _ თავის სატრფოს,
სიცრუეს სწერდა. სიცრუეს, რომელიც არაფრით განსხვავდებოდა მისეული სიცრუისაგან.
სიძველე
ბუდას დაბზარულმა ქანდაკებებმა, ურწმუნოებმა, ცხენებმა და ლოტოსებმა ლამის მთლად გაანადგურა იგი. შეჰყურებდა და ყველაფერი ავიწყდებოდა. ავიწყდებოდა თავისი ბედნიერი იღბალიც კი, რომლის წყალობითაც თავი დააღწია შეშლილის ქალიშვილს.
სპარტანული აღზრდა
იგი ამხანაგთან ერთად შესახვევში მიაბიჯებდა. მოპირდაპირე მხრიდან რიქშა მოახლოვდა. ეტლში, მოულოდნელად, გუშინდელი ქალი აღმოჩნდა. სახე ახლაც კი, დღისითაც, მთვარით განათებულს უგავდა. ამხანაგის თანდასწრებით ცხადია, არ მისალმებიან ერთმანეთს.
_ კარგი ვინმეა, არა? _ თქვა ამხანაგმა.
მან გახედა გაზაფხულით ამწვანებულ მთებს, რომელთაც ტერფამდე უწევდა ქუჩა და შეუმღვრევლად უპასუხა:
_ ჰო, ძალიან კარგი ვინმეა.
მკვლელი
მთისკენ ამავალი სარა მზის გულზე ძროხის ფუნის სუნად ყარდა. კაცი ოფლს იწმენდდა და ისე მიჰყვებოდა მთისკენ მიმავალ გზას. გზის ორივე მხარეზე მწიფე ქერის სურნელება იდგა.
_ მოჰკალ! მოჰკალ!
მან როგორღაც შეუმჩნევლად დაიწყო ამ სიტყვების გამეორება. ვინ უნდა მოეკლა? იცოდა, ვინც. მაშინვე გაახსენდა საზიზღარი, მოკლედ გაკრეჭილი კაცი.
გადაყვითლებული ქერის ყანის ბოლოში კათოლიკური ტაძრის გუმბათი წამოისვეტა.
ფორმა
ეს იყო თუნუქის პატარა სურა. ამ წვრილად მოტვიფრულმა სურამ იგი «ფორმის» მშვენიერებას აზიარა.
წვიმა
იგი ლოგინში იწვა და ქალს ემასლაათებოდა. ფანჯრის მიღმა წვიმდა. ამ გაუთავებელი წვიმისაგან ყვავილებს ლპობა შეპარვოდა. ქალის სახე კვლავინდებურად მთვარით განათებულს ჰგავდა. თუმც, მასთან ლაპარაკი ოდნავ მოსაწყენი ეჩვენებოდა. პირქვე მწოლიარემ აუჩქარებლად გააბოლა და მოაგონდა, რომ მეშვიდე წელი იყო, რაც ამ ქალთან ჰქონდა ურთიერთOბა.
_ «ისევ მიყვარს?» _ ჩაეკითხა თავის თავს და პასუხი, მისთვისაც კი, ყოველთვის რომ ყურადღებით აკვირდებოდა საკუთარ გუნება-განწყობილებას, მოულოდნელი აღმოჩნდა:
_ ჰო, ისევ მიყვარს!
დიდი მიწიასძვრა
ეს სუნი რაღაცით გადამწიფებული ჭერმის სუნს მიაგავდა. გვამების სუნი არცთუ აუტანელი ყოფილაო. მაგრამ როც აგვამებით ამოვსებულ ტბორს მიადგა, მიხვდა, რომ სიტყვა «საშინელება» ემოციურად სულაც არ იყო გადაჭარბება. განსაკუთრებით თორმეტ-ცამეტი წლის ბავშვთა გვამების ხილვამ დასცა თავზარი. უყურებდა გვამებს და, რაღაც შურის მსგავსს განიცდიდა. გაახსენდა სიტყვები: «ღმერთების რჩეულნი ადრე კვდებიან». მის უფროს დას და ნახევარძმასაც დაეწვათ სახლები, ხოლო უფროსი დის ქმარს ცრუმოწმეობისათვის გამოტანილი განაჩენის აღსრულება გადაუდეს.
_ ნეტამც დახოცილან ყველანი!..
იდგა ნახანძრალთან და თავს ვერ აღწევდა უამურ ფიქრებს.
ჩხუბი
იგი წაეჩხუბა თავის ნახევარძმას. უდაო იყო, ძმას მის გამო შევიწროებულად ცხოვრობდა, მაგრამ ისიც უდაო იყო, რომ ძმა თავისუფლებას უზღუდავდა. ნათესავები გამუდმებით ეჩიჩინებოდნენ ძმას, მისგან აიღე მაგალითიო, მაგრამ ეს სულ ერთი იყო, ჩხუბით და ჯაჯგურით შუშაბანდის ბოლომდე ჩაგორდნენ. შუშაბანდის მიღმა, ბაღში, _ კარგად ახსოვდა, _ წვიმიანი ზეცის ქვეშ წითლად ყვაოდა ინდური იასამნის ლაღი ბუჩქი.
კოლორიტი
მან, უკვე ოცდაათი წლისამ, როგორღაც შეუმჩმევლად შეიყვარა ერთი რიალი ადგილი. ამ ვერან ალაგას, ხავსში, აგურისა და კრამიტის ნამტვრევები ეყარა. და მის თვალში ეს უშნო კუთხე არაფრით განირჩეოდა სეზანის პეიზაჟისაგან.
უცებ, თავისი შვიდი-რვა წლის წინანდელი გატაცება გაიხსნება. უმალ იგრძნო, რომ მაშინ, თურმე, წარმოდგენაც კი არა ჰქონია კოლორიტზე.
რეკლამის მანეკენი
მას უნდოდა ისე დაძაბულად ეცხოვრა, რომ შესძლებოდა ყოველ წამს სინანულის გარეშე მომკვდარყო. და მაინც შეჭრვებულ ცხოვრებას განაგრძობდა დედბილ-მამობილთან და დეიდასთან ერთად. ასეთი ყოფა ქმნიდა მისი ცხოვრების ორ მხარეს _ ნათელსა და ბნელს. ერთხელ, ევროპული ტანსაცმლის მაღაზიაში სარეკლამო მანეკენი დაინახა და გაიფიქრა, საოცრად ვგავარ ამ მანეკენსო. მაგრამ მისმა ქვეცნობიერმა «მემ», მისმა მეორე «მემ» ეს განწყობა კარგა ხანია ერთ მოთხრობაში გამოიყენა.
დაქანცულობა
იგი, ერთი სტუდენტის ტანხლებით, მინდორზე სეირნობდა.
_ თქვენ ყველას, ალბათ, ჯერ კიდევ დიდი წყურვილი გაქვთ ცხოვრებისა, ჰა?
_ დიახ... მაგრამ აკი თქვენც...
_ არა, მე აღარ! შემოქმედების წყურვილი შემომრჩა მხოლოდ, მაგრამ...
მართლაც ასე გრძნობდა. შეუმჩნევლად დაკარგოდა ცხოვრების ხალისი. _ შემოქმედების წყურვილი იგივე ცხოვრების წყურვილია.
არარ უპასუხია. მინდვრის გადაღმა, მოწითალო თავთავებს ზემოთ მკაფიოდ იხატებოდა ვულკანი. და მან ამ ვულკანის მიმართ რაღაც შურის მსგავსი იგრძნო. თვითონაც არ იცოდა, რატომ.
კაცი ჰოკურიკუდან
ერთხელ იგი ისეთ ქალს გადაეყარა, ნიჭიერებითაც რომ ტოლს არ უდებდა, მაგრამ მან დაწერა «კაცი ჰოკურიკუდან» და სხვა ლირიკული ლექსები და თავი დაღწია მარცხს. ამის შეგრძნება მწარე იყო, თითქოს ხის ტანზე მიყინული ბრწყინავი თოვლი ჩამოეფხიკოს.
ქარს მიაქვს მრგვალი სუგეგასა
და დასცემს სადმე მტვრიან სარაზე...
რა საჭიროა, რომ შემიბრალო?
თუ ტირილია _ შენი თავი იტირე მხოლოდ.
შურისძიება
ეს მოხდა მწვანე ხეებში ჩაფლული სასტუმროს აივანზე. იგი სურათებს უხატავდა პატარა ბიჭს და ამით ართობდა. ბიჭი შვილი იყო ქალისა, რომელსაც იგი შვიდი წლის წინ დასცილდა.
შეშლილის ქალიშვილი სიგარეტს ეწეოდა, თან უყურებდა მათ თამაშს. იგი გულდამძიმებული ხატავდა მატარებლებსა და თვითმფრინავებს. საბედნიეროდ ბიჭი არ იყო მისი შვილი. მაგრამ ბიჭი «ძიას» ეძახდა, რითაც დიდ ტანჯვას ჰგვრიდა.
როცა ბიჭი სადღაც გაიქცა, შეშლილის ქალიშვილმა ღრმად ჩაისუნთქა სიგარეტის ბოლი და გამომწვევად ჰკითხა:
_ განა თქვენ არა გგავთ ბავშვი?
_ სულაც არა. ჯერ ერთი...
_ ჰო, მგონი, ამას ჰქვია «საშოსმიერი ზემოქმედება», არა?
მან უსიტყვოდ მოარიდა მზერა. მაგრამ გულის სიღრმეში უნებლიეთ აღეძრა სურვილი ქალის მიხრჩობისა.
სარკეები
იგი იჯდა კაფეში და ამხანაგებთან საუბრობდა.
ამხანაგი შემწვარ ვაშლს მიირთმევდა, თან ლაპარაკობდა ამინდზე, ბოლო ხანების გაუთავებელ სიცივეზე და მან ხელადვე იგრძნო რაღაც წინააღმდეგობრივი ამ საუბარში.
_ ისევ უცოლო ხარ?
_ იმ თვეში უნდა დავქორწინდე.
იგი გაჩუმდა. კედლის სარკეები უთვალავჯერ ირეკლავდნენ მას და თითქოს ცივად ემუქრებოდნენ...
დიალოგი
_ რატომ ებრძვი თანამედროვე საზოგადოებრივ წყობილებას?
_ იმიტომ, რომ კაპიტალიზმი ბუდეა ბოროტებისა.
_ ბოროტებისა? მე კი მეგონა, შენ არ სცნობდი განსხვავებას კეთილსა და ბოროტს შორის. ეგეც არ იყოს, თვითონ როგორღა ცხოვრობ?
ასე ესაუბრებოდა იგი ანგელოზს. ჰო, ანგელოზს, რომელსაც ახალთახალი ცილინდრი ეხურა.
ავადობა
უძილობა დასჩემდა. ამას ძალ-ღონის დაშრეტაც მოჰყვა. ყველა ექიმი თავ-თავის დიაგნოზს უსვამდა: კუჭის კატარი, ნაწლავების ატონია, მშრალი პლევრიტი, ნევრასთენია, სახსრების ქრონიკული ანტება, ტვინის გადაქანცვა...
მაგრამ თვითონ ყველაზე უკეთ იცოდა ავადობის მიზეზი. ეს იყო სირცხვილი საკუთარი თავისა და შიში საძულველი საზოგადოების წინაშე!
ერთხელ მოქუფრულ, ნაღვლიან დღეს კაფეში იჯდა, სიგარას ეწეოდა და უსმენდა მუსიკას, რომელიც გრამოფონიდან ისმოდა. მუსიკა საშინლად უფორიაქებდა სულს. დაელოდა მუსიკის დამთავრებას, მერე მივიდა გრამოფონთან და ფირფიტის ეტიკეტს დახედა.
მოცარტი _ «ჯადოსნური ფლეიტა».
იგი მაშინვე მიხვდა, რომ მოცარტიც წმინდა მცნებათა დამრღვევი იყო და იტანჯებოდა. თუმც, ალბათ მასავით არა... თავი ჩაქინდრა და ნელი ნაბიჯით დაუბრუნდა მაგიდას.
ღმერთების სიცილი
იგი, უკვე ოცდათხუთმეტი წლისა, გაზაფხულის მზით აციაგებულ ფიჭვნარში სეირნობდა. თან იგონებდა ორი-სამი წლის წინათ დაწერილ თავისავე სიტყვებს: «ღმერთებს, საუბედუროდ, არ შეუძლიათ, ჩვენსავით მოიკლან თავი».
ღამე
ისევ ჩამოწვა ღამე. მრუმეში აზვირთებული ტალღების თავზე განუწყვეტლად იქოჩრებოდა ქაფის ნაფლეთები. ასეთი ცის ქვეშ მან მეორედ იქორწინა საკუთარ ცოლზე. ეს სასიხარულო იყო მათთვის. მაგრამ, ამავ დროს, მტანჯველიც. სამი ბავშვი მათთან ერთად უმზერდა ზღვაზე ელვათა კლაკნას. ცოლს ერთი ბავშვი ატატებული ჰყავდა და ისე ჩანდა, თითქოს ცრემლებს იკავებდა.
_ იქ, მგონი, ნავი ჩანს, არა?
_ ჰო.
_ანძებდამსხვრეული ნავი.
სიკვდილი
ისარგებლა, რომ მარტო ეძინა და ფანჯრის ცხაურზე თავის ჩამოხრჩობა სცადა ქამრით. მაგრამ გაუყარა თუ არა კისერი ყულფში, შეეშინდა სიკვდილისა. არა, იმიტომ არ შეშინებია, რომ ბოლო წუთებში ტანჯვის გადატანა მოუხდებოდა. გადაწყვიტა, გაემეორებინა ცდა, გაეზომა დახრჩობისათვის საჭირო დრო. და აი, მცირედი წვალების შემდეგ იგრძნო, რომ გონება ებინდებოდა. ცოტაც და, გათავდებოდა კიდეც. თვალი უსწორა საათის ისრებს, და ცხადი გახდა, რომ ჭირთათმენა წუთსა და 20 წამს გრძელდებოდა. ფანჯარას უკუნი მოსდგომოდა, ამ სიბნელეში მამლის ყივილი გაისმა.
«ივან»
«ივან»-მა ერთხელ კიდევ გაუღრვიძა მითვლემილი სული. ეს იყო მისთვის უცნობი «აღმოსავლელი გოეთე». მან დაინახა კეთილისა და ბოროტის მიღმა მშვიდად მდგარი გოეთე და იგრძნო შური, სასოწარკვეთილებასთან მომიჯნავე. პოეტი გოეთე მის თვალში ქრისტეზე მაღლა იდგა. ამ პოეტის სულში არა მარტო აკროპოლი და გოლგოთა თავსდებოდა, არამედ იქვე ხარობდა ვარდებიც არაბეთისა... ო, რომ ჰყოფნოდა ძალა მის კვალზე სიარულისა! ბოლომდე ცაიკითხა «Dივან»-ი და, მღელვარებისაგან დამცხრალმა შეიზიზღა საკუთარი თავი _ დაბადებული ცხოვრების საჭურისად.
სიცრუე
სიძის თვითმკვლელობამ მას უეცარი დარტყმა აგემა. ახლა დის ოჯახზეც უნდა ეზრუნა. მომავალი, ყოველ შემთხვევაში მისთვის, დაბინდული იყო მიმწუხრივით. საკუთარი სულიერი გამფიტვისადმი რაღაც გულგრილი დაცინვის მსგავსს გრძნობდა (საკუთარი ცოდვანი და სისუსტენი ბოლომდე ჰქონდა გაცნობიერებული) და ძველებურად კითხულობდა სხვადასხვა წიგნს. მაგრამ რუსოს «აღსარებაც» გმირული სიცრუით სავსე. კიდევ უფრო მეტად ეს «ახალ ცხოვრებაზე» ითქმოდა. არასოდეს შეხვედრია ასეთ ეშმაკსა და ფლიდს, როგორიც «ახალი ცხოვრების» გმირი იყო. მხოლოდ ფრანსუა ვიიონმა აუღელვა სული. მის ლექსთა შორის ერთს წააწყდა, რომელელსაც «მშვენიერი ხარი» ერქვა.
სახრჩობელის მომლოდინე ვიიონის სახემ სიზმრებში დაუწყო გამოცხადება. რამდენჯერ მოსდომებია მასაც, მსგავსად ვიიონისა, მთლად ფსკერზე დასულიყო! მაგრამ ცხოვრების ვითარება არ აძლევდა საშუალებას და არც ფიზიკური ძალა შესწევდა საამისოდ. ნელიად სუსტდებოდა _ კენწეროდან ხმობაშეპარული ხესავით, ოდესრაც ჯონათან სვიფტმა რომ იხილა...
ცეცხლთან თამაში
ქალს სახე ისე უციმციმებდა, თითქოს დილის მზის სხივი ათინათდაო თხელ ყინულზე. იგი შეეთვისა ამ ქალს, თუმც სიყვარულს კი ვეღარ გრძნობდა. მეტიც: თითი არ დაუკარებია მისთვის.
_ ოცნებობთ სიკვდილზე?
_ დიახ... არა, სივდილზე კი არ ვოცნებობ, სიცოცხლემ მომაბეზრა თავი.
ამ საუვრის შემდეგ მათ ერთად სიკვდილი გადაწყვიტეს.
_ პლატონური თვითმკვლელობა. ხომ ასეა?
_ ორმაგი პლატონური თვითმკვლელობა.
იგი გააოცა საკუთარმა სიმშვიდემ.
სიკვდილი
არ მომკვდარან. იგი კმაყოფილი იყ, რომ აქამდე თითიც არ დაეკარებინა ქალის სხეულისათვის. ქალიც ზოგჯერ ისე იქცეოდა, თითქოს მათ შორის განსაკუთრებული არაფერი მომხდარიყოს; უფრო მეტიც, საწამლავიანი ფლაკონი მისცა და უთხრა: «რაკიღა ესა გვაქვს, ძლიერები ვართ».
და მართლაც, ქალმა გამუღვიძა მთვლემარე სული. იჯდა დაწნულ სავარძელში, უყურებდა მუხის ახალგამოტანილ ფოთლებს და ფიქრობდა იმ სიმშვიდეზე, სიკვდილი რომ მოუტანა.
გედის ფიტული
როცა უკანასკნელი ძალაც გამოელია, ავტობიოგრაფიის დაწერა სცადა. მაგრამ სავსებით მოულოდნელად, ეს იოლი არ აღმოჩნდა, იმიტომ, რომ მას აქამდე შემორჩა პატივმოყვარეობა, სკეპტიციზმი და ანგარიშიანობა. და სწორედ ამის გამო ეზიზღებოდა საკუთარი თავი. მეორე მხრივ, ვერც ამ აზრს იშOრებდა; «თუ ადამიანებს ძირისძირობამდე გავაშიშვლებთ, ყველა ჩემნაირი აღმოჩნდება». მზად იყო ეფიქრა, რომ «პოეზია და სინამდვილე» ყველა ავტობიოგრაფიას გამოადგებოდა სატაურად. ისიც ცხადი იყო, რომ მხატვრული ნაწარმოები სულაც არ აღელვებდა ყველა მკითხველის სულს. მისი ნაწერები გამოზახილს პოვებდა მხოლოდ ახლობელთა შორის, იმათ სულში, ვინც დაახლოებით მისდაგვარად იცხოვრა.
აი, ამნაირად იყო განწყობილი. და სწორედ ამიტომ გადაწყვიტა, მოკლედ დაეწერა რავისი «პოეზია და სინამდვილე».
როცა «ცხოვრება იდიოტისა» მოათავსა, მეძველმანის დუქანში შემთხვევით გედის ფიტულს წააწყდა. გედი თავადაწეული იდგა, ხოლო მისი გაყვითლებული ფრთები ჩრჩილისგან იყო დაჭმული. იგი უნებლიეთ დაუფიქრდა მთელ თავის ცხოვრებას და იგრძნო, ყელში ერთდროულად რომ აწვებოდა ცრემლი და სიცილი. წინ მხოლოდ შეშლილობა ან თვითმკვლელობა ელოდა. მარტოდმარტო მიმავალმა დაბინდულ ქუჩაში გადაწტვიტა, მოთმინებით დალოდებოდა ბედს, რომელიც მის მოსაშთობად მოვიდოდა.
ტყვე
ერთ-ერთი მისი ამხანაგი შეიშალა. ამ ამხანაგს ყოველთვის ახლობლად თვლიდა. ალბათ იმიტომ, რომ მთელი არსებით, ისე, როგორც არავინ, განიცდიდა მის მარტოობას. მარტოობას, რომელსაც მხიარულების ნირაბი ფარავდა. შეშლის შემდეგ, ერთი-ორჯერ ინახულა იგი.
_ მე და შენ ბოროტმა დემონმა დაგვიმორჩილა, «საუკუნის დასასრულის» ბოროტმა დემონმა _ ეუბნებოდა ამხანაგი ხმადაბლა. ორი-სამი დღის შემდეგ კი, სეირნობისას, ვარდის ფურცლებს დაუწყო ჭამა.
როცა იგი საავადმყოფოში მოათავსეს, ტერაკოტის ბიუსტი გაახსენდა, ოდესრაც რომ აჩუქეს. ეს იყო ბიუსტი შეშლილი ამხანაგის საყვარელი მწერლისა, რომელმაც «რევიზორი» დაწერა. მას გაიხსენა, რომგოგლიც შეშლილი გარდაიცვალა და რარაც დამმონებელი ძალის გარდუვალი მოახლოვება იგრძნო.
სავსებით ძალაგამოცლილმა რადიგეს სიკვდილის წინა სიტყვები წაიკითხა და ერთხელ კიდევ ცაესმა ღმერთების სიცილი. აი ის სიტყვებიც: «ღვთის ჯარისკაცები მომეახლნენ წასაყვანად»... გულდაგულ ცდილობდა საკუთარ ცრურწმენასა და სანტიმენტალობასთან ბრძოლას, მაგრამ ყოველგვარი ბრძოლა ფიზიკურად აუტანელი შეიქნა. «საუკუნის დასასრულის» ბოროტმა დემონმა მართლაც დათრგუნა იგი. უნებლიე შური იგრძნო შუა საუკუნეთა ადამიანების მიმართ, რომლებიც ღვთის იმედით სულდგმულობდნენ. ღვთის რწმენა, ღვთის თაყვანებით სულდგმულობა მას აღარ შეეძლო. თუმდაც იმ ღვთისა, ჟან კოკტოს რომ სწამდა.
დამარცხება
კალმიანი ხელი უთრთOდა. ნერწყვმა უმწეო ბავშვივით დაუწყო დენა. გონება ნთელი ჰქონდა მხოლოდ გამოღვიძების შემდეგ, დაძინებას კი უამრავი ვერონალით ახერხებდა. და გონებასაც სულ ნახევარი ან ერთი საათით თუ უბრუნდებოდა ჩვეული ძალა. აუწყველ და ამოუხაპავ სიბნელეში მიიზლაზნებოდა დრო. თითქოს წვრილ მახვილზე იყო დაყრდნობილი, რომელსაც ალესილი პირი გადასტეხოდა.
 
ივნისი, 1927წ.