Litclub.ge

ბარბარეს მზითვი
ბარბი ეკრანს უცქერის,
ეფიქრება მგონია,
ნეტავ პატარა თავში,
რა აზრების ფონია.

წინ დაუდგა ნინიკო:
-ნახე ბებო მოვიდა,
გაუბრწყინდა მიმიკა
და თვალებით იკითხა:

"ნეტავ, პარკში რა უდევს,
ნეტავ, მე რა მიყიდა?
თუ ისევე რომიკოს
საჩუქრებზე იფიქრა?"

ამოაწყო ბებიკომ,
ქვაბები და ტაფები
უცებ ბარბიმ იყვირა-
არ მიყიდე “აფერი”?

-კი, სიცოცხლევ, შეხედე,
ერთი ტაფა შენია,
გათხოვდები და მზითვში,
უნდა მოგცეს  ბებიამ.

გაუხარდა ბარბარეს,
დაუძახა ნინიკოს:
-გინდა ჩემმა ბებიკომ
შენც მზითვები გიყიდოს?

სანამ ბავშვი სიხარულს,
ანახებდა სუყველას
ბებო ამასობაში
ხორც ტაფაზე ურევდა.

ცოტა ხანში კუდრაჭას
ნესტო  სუნმა აუწვა
ნახვა სამზარეულოს,
ოხშივარიმა აუწყა.

ატირდა და  რომიკოს,
შეწუწუნა  ამაზე,
ბებომ ხორცი მოთუშა,
გათხოვების ტაფაზე.