Litclub.ge

პირველ ჯერზე

 

გეწევი თითქოს ,მიდიხარ და 

შენს წინ ვერ ამჩნევ, 

მოლაყბე ცას გადმოუგდია თოვლი და 

მოთოვს, 

მზე ააფარეთ პირზე, 

იქნებ  

გაშრეს  დილამდე, 

მერე თუ გინდა მე დავადებ 

მზეს 

ღრუბლის  ბოქლომს, 

რომ თვალებიდან  მოვიწიო 

მზერა ვნებების 

და ხელებიდან გადმოვისხა 

მადანი-სითბოს… 

შენი ტერფიდან ყველა კვალში, 

ღმერთს ჩავუდგები, 

გულსაც გამიყოფს ლებნებად და  

იმედის სიმსხოს. 


(ხანდახან ფიქრის ანაბარა 

გული მაქვს  ყელში... 

დედაო,სად ხარ? 

მიგრძენი და სული მომწმინდე! 

ცოდვები მეწვის, 

გაფითრებულ თითებით გეტყვი- 

ლოცვას, 

რომელსაც სიმშვიდე ჰყავს 

მხოლოდ  მოწილე) 


ცხოვრება მაბნევს… 

ჩამოტეხილ გულის  კიდეზე, 

ვკიდივარ ასე- 

შენი მზერის სახრჩობელათი, 

თვალებს დავხუჭავ ყველაფერზე 

და  პირველ ჯერზე 

გეწევი თოვლთან, 

რადგან მზეშიც 

სველ ტუჩს ვღეჭავდი.